სიახლეები
რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ოჯახის წევრისგან, რომელიც გაციებულია​​ 
31-10-2018
-
+


„ბავშვმა ბაღიდან ვირუსი მოიტანა, მეუღლესთან სამსახურშიც ყველა გაციებულია და ახლა მთელი ოჯახი ავადვმყოფობთ“ - ნაცნობი სიტუაციაა ხომ?!

სუსხიანი სეზონის მოსვლასთან ერთად Etaloni.ge გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც „ოჯახური გაციებისგან“ თავის დაღწევაში დაგეხმარებათ:

  • ეცადეთ, ოჯახის გაციებულ წევრს იზოლირებული ოთახი გამოუყოთ და გარკვეული დისტანციით იურთიერთოთ მასთან. ამ გზით, ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაფერხებთ;
  • გამოყავით მისთვის სპეციალური ჭურჭელი, რომლითაც ოჯახის სხვა წევრები არ ისარგებლებთ;
  • დღის განმავლობაში, თუნდაც სახლში ყოფნისას, ხშირად დაიბანეთ ხელი, რადგან მასზე ათასობით საშიში ბაქტერია ბუდობს;
  • ყოველდღიურად ძირფესვიანად დაალაგეთ ბინა - ვირუსებს სისუფთავე არ უყვართ!
  • აკონტროლეთ ოთახის ტემპერატურა - სიცხეში ვირუსები მრავლდებიან!
  • დღეში რამდენჯერმე გაანიავეთ ოთახები - რა თქმა უნდა, მოერიდეთ ორპირს;
  • ოჯახის თითოეულმა წევრმა მიირთვით ცხელი სასმელები C ვიტამინთან ერთად. მაგალითად, ჩაი ლიმნითა და მურაბით. ის აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმში სითხის ბალანსს იცავს;
  • გამოიყენეთ ყელისა და ცხვირის სავლებები, რათა ხელი შეუშალოთ ვირუსის მთელ ორგანიზმში გავრცელებას;
  • გრიპის პრევენციისთვის მიირთვით ხახვი და ნიორი, თუ ვერ შეჭამთ, დადეთ თეფშებზე და სახლში სხვადასხვა ადგილას განათავსეთ;
  • ძლიერი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად და ვირუსთან საბრძოლველად ჯანსაღი კვება, ძილის სწორი რეჟიმი და სუფთა ჰაერზე გასეირნება აუცილებელია.

თუ ზემოთ მოცემულ რჩევებს კომპრექსურად მიჰყვებით, მარტივად გაუმკლავდებით გაციებას, ოჯახის დანარჩენი წევრები კი ვირუსის თავიდან აცილებას შეძლებენ.

როგორ ებრძვით „ოჯახურ გაციებას“ თქვენ?

საკუთარი გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ.

Etaloni.ge გისურვებთ ჯანმრთელობას!


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება