სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

უნდა ესაუბროს თუ არა მშობელი ბავშვს ძალადობის საფრთხის შესახებ - რჩევები ფსიქოლოგისგან
29-10-2018
-
+


მცირეწლოვნებთან დაკავშირებული ძალადობის შემთხვევები, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია. რაც მთავრია, ხშირად მის შესახებ ახლობლები ყველაზე გვიან იგებენ, რადგან ბავშვები პრობლემის შესახებ ინფორმაციას სრულყოფილად ვერ გადმოსცემენ. 

Etaloni.ge ამ თემაზე ფსიქოლოგ ქეთი მესხიშვილს ესაუბრა და შეეცადა გარეკვია, როგორ უნდა დაიცვას მშობელმა შვილი ძალადობისგან და რა უნდა იცოდეს მან ამის შესახებ. 

- რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის და რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს, რომ არასრულწლოვანი შვილი ძალადობისგან დაიცვას? 

- ალბათ ეს ის თემაა, სადაც კონკრეტული სქემა არ არსებობს. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს,  მშობელი არ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვს რამე დაემართება. მუდმივად მისი უკან დევნაც შეუძლებელია და რეალური საფრთხის არარსებობის შემთხვევაში, ალბათ, გაუმართლებელიცაა. კონტროლს რაც შეეხება, ამას ჯობს შვილთან მეგობრული ურთიერთობა, ისე, რომ მას თვითონ გაუჩნდეს სურვილი მშობელს სირთულეების შემთხვევაში გაესაუბროს. 

- როგორ უნდა მიაწოდოს მცირეწლოვან ბავშვს მშობელმა  ინფორმაცია ძალადობის შინაარსის შესახებ. რა „ენით“ უნდა ესაუბროს ამასთან დაკავშირებით? 

- მცირეწლოვან ბავშვს ძალადობის შესახებ პირდაპირ არ უნდა ვესაუბროთ, რადგან ის ბოლომდე ვერ გაიაზრებს. უმჯობესია მას ვასწავლოთ, რომ არ ესაუბრონ უცხო ადამიანებს, არ შევიდნენ მათთან კონტაქტში და თუ რაიმე მათთვის უჩვეულო გადახდებათ თავს, აუცილებლად შეატყობინონ მშობელს. 

- არსებობს გამოცდილება, რომ ბავშვებს, რომელთაც ურჩევენ „უცხოს არ გაჰყვნენ", უფრო მეტი ინტერესი აქვთ სწორედ ეს გაკეთონ. როგორ უნდა მიაწოდოს მშობელმა მცირეწლოვანს რჩევა და აზრი ისე, რომ საპირისპირო რეაქცია არ მიიღოს?

- ბავშვებს თუ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით, თუ რატომ არ უნდა გაჰყვნენ უცხო ადამიანებს, მაშინ მათ გაყოლის სურვილი არ ექნებათ. მშობელი უნდა იყოს გულწრფელი. უბრალოდ, ისეთი ფრაზები და სიტყვები უნდა აარჩიოს, რომლის გააზრებასაც  ბავშვი შეძლებს. გასათვალისწინებელია ინდივიდუალურობა - რაც ერთ ბავშვთან ეფექტური იქნება, არ ნიშნავს იმას, რომ სხვასთანაც გაჭრის. უბრალოდ, მშობელი მსგავს თემებზე საუბრის დროს უნდა შეეცადოს, რომ ბავშვმა კონკრეტული ისტორიის გმირებთან თვითიდენტიფიცირება არ მოახდინოს. 

- როგორ მიხვდეს მშობელი რომ მისი მცირეწლოვანი შვილი შესაძლოა ძალადობის მსხვერპლია? როგორც წესი, ბავშვები ამის შესახებ არ საუბრობენ.

- ზოგჯერ ამბობენ ბავშვები, მაგრამ - არაპირდაპირ. ამიტომ მშობელი დაკვირვებული უნდა იყოს და ახსოვდეს, რომ უმიზეზოდ ბავშვები არაფერს აკეთებენ და ამბობენ. ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ მათ მიერ ნათქვამ თუნდაც გაუგებარ წინადადებებს. თუ შეამჩნიეთ რომ მისი გუნება- განწყობილება უმიზეზოდ იცვლება, მომატებული აქვს შფოთვა, ღამის ძილი დაერღვა და ა.შ. ეს ის ნიშნებია, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

- და ბოლოს, რა ახასიათებთ მოძალადეებს და როგორ მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვის გარშემო პოტენციური მოძალადეა?

- მოძალადე, გარდა იმისა, რომ შესაძლოა სიმკაცრით გამოირჩეოდეს და ძალადობის ნიშნებს გამოხატულად ავლენდეს, ხშირ შემთხვევაში საერთოდ საპირისპირო სახით ჩნდება საზოგადოებაში. ის შეიძლება იყოს ჩაკეტილი და მშვიდი ადამიანი, რომელიც ნაკლებად ექსპრესიულია და საკუთარ თავზე ბევრს არ საუბრობს. ასევე, ამგვარ პირთან ურთიერთობისას  ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ მუდმივად დაკვირვების ქვეშ იმყოფება. შესაძლოა  გამოხატული ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდეს, ან საერთოდ არ აღენიშნებოდეს არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი. შესაბამისად, ყურადღება და სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და წინსვლას უსურვებს
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება