''თავისუფალი გაკვეთილი'' - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი პროექტი
17-01-2017
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია გადაცემაში "საქმიანი დილა" სკოლებში ახალი პროექტის ‘’თავისუფალი გაკვეთილის’’ შესახებ საუბრობს:
‘’ახალი პროექტი ‘’თავისუფალი გაკვეთილი’’ მიეხმარება მასწავლებლებს, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ, ეს ასევე მიეხმარება მოსწავლეებს, რომ არ იყვნენ მხოლოდ კურიკულუმზე ორიენტირებულები. თავისუფალ გაკვეთილებზე ბევრი საინტერესო თემა იქნება განხილული.‘’ - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის თქმით, თავისუფალ გაკვეთილებზე მოსწავლეები არ ისხდებიან ფორმალურად, არ მიეცემათ საშინაო დავალებები და რაც მთავარია, თავისუფალ გაკვეთილს ბავშვები სურვილის მიხედვით დაესწრებიან.