სიახლეები
რჩევები

6 ხერხი, რომელიც ბავშვს სწავლის მოტივაციას უძლიერებს
28-10-2018
-
+


კარგ მოსწავლეებად არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან - ამას სპეციალისტები ამტკიცებენ, რომლებიც მშობლებს რამდენიმე რჩევას აძლევენ, თუ როგორ უნდა დააინტერესონ შვილები სწავლის პროცესით. ყველასთვის ცნობილია მოსწავლეთა ნაწილისთვის დამახასიათებელი სიზარმაცე, არადისციპლინურობა თუ სწავლისადმი უინტერესობა. Etaloni.ge წარმოგიდგენთ სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომელიც ბავშვის სურვილს, რომ იმეცადინოს, უფრო გაზრდის. 

შექმენით წიგნის კითხვის ატმოსფერო


წიგნის კითხვა განათლების მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი გზაა. ბავშვებს, რომელთაც კითხვა უყვართ, სწავლა უფრო უადვილდებათ. სწორედ ამიტომ, დაეხმარეთ ბავშვს რომ კითხვა შეუყვარდეს. დააწესეთ ოჯახური კითხვის დრო - დღეში 20 წუთი მაინც, დაანახეთ მაგალითი, რომ თავად კითხულობთ, შექმენით სახლში ატმოსფერო, სადაც წიგნს საპატიო ადგილი უკავია და ამით დააინტერესეთ ბავშვიც. 

მიეცით არჩევანის საშუალება

სწავლის ხსენება ბევრ ბავშვში კონტროლის ასოციაციას იწვევს. სწორედ ამიტომ, მიეცით მათ საშუალება სავალდებულო მასალასთან ერთად დამატებით თავისი სურვილით აირჩიონ რისი სწავლა სურთ. ეს ბავშვს მისცემს შეგრძნებას, რომ პროცესს თავად წარმართავს. მაგალითად, თუ სასკოლო დავალებაა წერა, მიეცით საშუალება თავად აირჩიოს რის შესახებ სურს დაწეროს. 

დაინახეთ ბავშვის ინტერესები


მნიშვნელოვანია სწავლა სახალისო იყოს. სწორედ ამიტომ, დაინახეთ და გაარკვიეთ ბავშვის ინტერესები. მაგალითად, თუ მას დინოზავრები აინტერესებს, მიეცით წიგნები ამის შესახებ და სავალდებულო მასალის პარალელურად, დაეხმარეთ ცნობისმოყვარეობის სწავლით დაკმაყოფილებაში. 

მიეცით მაგალითი 


თუ ბავშვი ხედავს, რომ სწავლა თქვენც გაინტერესებთ, მუდმივად კითხულობთ და იკვლევთ, ეს მაგალითს აძლევს, რომ თავადაც თქვენნაირი გახდეს. დაანახეთ ბავშვს, რომ სწავლა გაინტერესებთ და თავადაც დაინტერესდება ამით. 

ასწავლეთ იყოს მობილიზებული

არაორგანიზებულობა ბავშვებისთვის დამახასიათებელია. არადა მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო თუ საკუთარ ნივთებს სწორი ადგილი მიუჩინონ. ეს ჩვევა მათ სწავლის პროცესშიც ეხმარება. გამოიჩინეთ მოთმინება, მაგრამ პრინციპულობა, რომ ბავშვმა საკუთარი ნივთების მოწესრიგება ისწავლოს. 

გააკეთეთ აქცენტი მის სიძლიერეზე და არა - სისუსტეზე


რთულია ძლიერ მხარეზე აქცენტის გაკეთება, როცა ბავშვში მრავალ სისუსტეს ხედავთ? როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, სწორედ ძლიერ მხარეზე ფოკუსირებით ვზრდით ბავშვის თავდაჯერებულობასა და ინტერესს სწავლის მიმართ. შეაქეთ, დაინახეთ მისი ძლიერი მხარე და ამით მოტივაცია მიეცით, უფრო მეტი ისწავლოს, უფრო კარგი მოსწავლე გახდეს. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება