სიახლეები
საინტერესო

მხატვარი, რომელმაც 90-მდე ავტოპორტრეტი შექმნა
18-06-2018
-
+


ჰარმენს ვან რეინ რემბრანდტის ნახატებში წარმოჩენილი არის ადამიანის სულიერი სამყარო. 

მისი პირველი წარმატებული ნახატი იყო ,,დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილი", რომელიც 26 წლის ასაკში დახატა. 
 
1642 წელს შექმნა ყველაზე ცნობილი პორტრეტი ,,ღამის მზირნი". მისი ჩვეული ჯგუფური პორტრეტებისგან განსხვავებით ნახატზე აღბეჭდილი იყო ისტორიული სურათი, სამოქალაქო გვარდიელებით, რომლებიც  სურათის შემკვეთები იყვნენ. ამ სცენაზე გამოყენებული აქვს სინათლის და ჩრდილის კონტრასტები, რაც დროთა განმავლობაში მტვრით დაიფარა და მცდარი აზრი ააგორა თითქოს ამ სურათზე ღამის სცენა იყო გამოსახული. 

რემბრანდტი თავის სიამოვნებისთვის ხატავდა, ის იყო რეალისტი მხატვარი, ჰუმანისტი, ღრმა ფსიქოლოგი, ფერმწერი, შუქწერის ოსტატი. მისი შედევრებია: ,,იაკობი ლოცავს იოსების შვილებს", ,,ებრაელი პატარძალი", ,,უძღები შვილის დაბრუნება". 

იგი ხატავდა ერთსა და იმავე ადამიანებს-სასკიას, ჰენდრიკიეს და ტიტუსს, კვლავ და კვლავ, თითქოს მათში რაღაც ახლის აღმოჩენა სურდა, რაც მთავარია ხშირად ხატავდა საკუთარ თავს. 

ჩვენამდე მოაღწია რემბრანდტის 90-მდე ავტოპორტრეტმა. ის დროს წინ უსწრებდა და თავის თავს სხვადასხვა ფორმაში წარმოაჩენდა. არ ცდილობდა დაემალა თავისი უხეში ნაკვთები ან წლების შეუბრალებელი ნაკვალევი. ნახატებში ის ფიზიკურ გარეგნობასთან ერთად გადმოსცემდა ადამიანების სულიერ მდგომარეობასაც.  

იხილეთ ნახატები 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება