სიახლეები
იაზროვნე

ტესტი: ის, თუ რა ცხოველს დაინახავთ პირველად, თქვენს ყველაზე ღირებულ თვისებაზე მიანიშნებს
24-10-2018
-
+


ასაკის მატებასთან ერთად საკუთარ თავს უკეთ ვიცნობთ და ვაცნობიერებთ, რომ დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი თვისებაც გვაქვს. მაგრამ დღეს თქვენი ხასიათის დადებით თვისებებზე ვისაუბრებთ. უკვე იცით, რა არის თქვენი ხასიათის ყველაზე საუკეთესო თვისება?


ამის გასაგებად ნახატს დააკვირდით და ცხოველის პოვნას შეეცადეთ. ის, თუ რომელ ცხოველს იპოვით პირველად, თქვენი ხასიათის ყველაზე ღირებულ თვისებაზე მიანიშნებს.

კოალა


თუ პირველად კოალა დაინახეთ, მაშინ თქვენი ყველაზე ღირებული თვისებაა - შინაგანი ძალა. შესაძლოა გარშემომყოფებს თავაზიანი და საყვარელი ადამიანი ჰგონიხართ, მაგრამ ის ვინც კარგად გიცნობთ, იცის რომ თქვენთვის გზის გადაკვეთა არ ღირს.

უმალვე ვეფხვად იქცევით, მათთვის ვინც თქვენს განაწყენებას გაბედავს. თქვენი მოტყუება კი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ჟირაფი


თუ პირველი ჟირაფი დაინახეთ, მაშინ თქვენი ყველაზე შესაშური თვისება წარბშეუხრელობაა. სანამ თქვენი მეგობრები ათას წვრილმანზე ღელავენ თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ. თქვენი შეშინება რთულია. ასეთი სტაბილური ნერვული სისტემა მხოლოდ შესაშურია.

ადამიანებს თქვენთან დროის გატარება უყვართ, რადგან სიმშვიდით იმუხტებიან.

ღორი


პირველად ღორი დაინახეთ? მაშინ თქვენი ყველაზე კარგი თვისება იუმორის გრძნობაა. არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ - სახლში, სამსახურში, წვეულებაზე თუ საავადმყოფოშიც კი, მუდამ ხუმრობთ.

იუმორს ყველა სიტუაციაში ხედავთ და ეს გადარჩენაში გეხმარებათ.

იხვი


თუ თვალში პირველი იხვი მოგხვდათ, მაშინ თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებაა - ერთგულება. თქვენს მეგობრებს ნამდვილად გაუმართლათ, მათთან ხომ ცხოვრების ბოლომდე იმეგობრებთ. ახლობლებმა კი იციან, რომ თქვენი იმედი ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ. სწორედ ამის გამო გაფასებენ ყველაზე მეტად.

კატა


პირველად კატა დაინახეთ? ეს ნიშნავს, რომ თქვენი ყველაზე ღირსეული თვისება - მჭერმეტყველებაა. თქვენი მოსმენა მართლაც საინტერესოა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბევრს საუბრობთ. პირიქით, თითოეული თქვენი სიტყვა თქვენთვის ოქროა. ისღა დაგრჩათ ბუნებრივი სიმორცხვე დაძლიოთ და თქვენგან შესანიშნავი ორატორი დადგება.

სპილო


თუ პირველად სპილო დაინახეთ, მაშინ თქვენი ყველაზე შესაშური თვისება - ადამიანების მოზიდვის უნარია. სულით ხორცამდე ექსტრავერტი ხართ და სიმარტოვეს ვერ იტანთ, ამიტომ მიეჩვიეთ გარშემო საინტერესო ადამიანების გარემოცვას და მათი გამოცდილების გაზიარებას.

დათვი


თვალში პირველად დათვი მოგხვდათ? გილოცავთ! თქვენი საუკეთესო თვისება სიმამაცეა.  ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ თქვენთვის შიში უცნობია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. უბრალოდ საკუთარ შიშს გვერდს უვლით და გზას აწეული თავით აგრძელებთ. 

ბუ


შეამჩნიეთ ბუ? მაშინ თქვენი ყველაზე საამაყო უნარი - იშვიათი ინტელექტი გაქვთ. ადამიანები ხშირად მოსიარულე ენციკლოპედიას გიწოდებენ, მაგრამ თქვენ ცოდნას არა მხოლოდ აგროვებთ, არამედ მის პრაქტიკულ გამოყენებასაც ეძებთ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ს. ქვაცბაია), უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად, საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება