სიახლეები


„არ გადავდოთ შვილებზე ზრუნვა და ახლავე, ახლავე ჩავერთოთ Izrune.ge-ში“ - თბილისის N174 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებს უერთდება
24-10-2018
-
+


თბილისის N174 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე სკოლის ლიდერ დირექტორს, ნანა კვანტალიანს, წარმატებულ პედაგოგებსა და შვილის ბედნიერი მომავლით დაინტერესებულ მშობლებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო.

მან მოსწავლეებთან ერთად იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარა და შემეცნებითი, ინოვაციური და მამოტივირებელი მიდგომებით აუდიტორიის ოვაციები დაიმსახურა.

ნანა კვანტალიანის შეფასებით, Izrune.ge საზოგადოებრივ და შემეცნებით ასპარეზზე ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა მოსწავლეების, ოჯახებისა და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების, საბოლოოდ კი წარმატებული მომავლის აღზრდის გარანტია.

მშობელთა თქმით, Izrune.ge ინდივიდუალური ტესტებითა და წამახალსიებელი მიდგომებით მათი შვილების მრავალმხრივ განათლებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. „ამდენად, აუცილებელია, არ გადავდოთ შვილებზე ზრუნვა და ახლავე, ახლავე ჩავერთოთ Izrune.ge-ში“.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა .

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
სკოლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შეხვედრებს ჩაატარებენ
პიროვნება

მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა გამოვსულიყავი ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
პიპილეთის საჯარო სკოლაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდა თაობაში პოეზიის მიმართ სიყვარულს გაზრდის
ვებინარს სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ხელმძღვანელი მაია არახამია  და ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი - ლულა ხვიჩავა ესწრებოდნენ
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება