სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა გარე დაკვირვება - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გარე დამკვირვებელი
22-10-2018
-
+


ვინ შეიძლება იყოს მასწავლებლების გარე დამკვირვებელი, რა მოვალეობები აქვთ მათ, რა ეტაპებისგან შედგება გარე დაკვირვება და ვის შეუძლია გარე დაკვირვების გავლა - აღნიშნულ კითხვებზე პასუხს Etaloni.ge გთავაზობთ.

მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში პედაგოგის სტატუსის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობა გარე დაკვირვების გავლაა, რომელიც უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელს მაშინ უწევს, როცა მას სტატუსის ამაღლება წამყვან მასწავლებლობამდე სურს. თუმცა, მანამდე მასწავლებელი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის:

1) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულებიდან მოპოვებული აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა;

2) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის.

რაც შეეხება გარე დამკვირვებლებს, იმისთვის რომ პირმა გარე დამკვირვებლის უფლება მოიპოვოს შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

1) უნდა ჰქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რომელ ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება;

2) უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას;

3) უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და ზოგად, პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას.

გარე დაკვირვება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

) წინასაგაკვეთილო შეხვედრა;

) გაკვეთილზე დაკვირვება;

) გაკვეთილის შეფასება.

აღსანიშნავია, რომ გარე გაკვეთილის ჩატარებამდე, იმართება წინასაგაკვეთილო შეხვედრა, სადაც მასწავლებელი ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმას აცნობს გარე დამკვირვებელსა და სხვა დამსწრე პირებს. აწვდის ინფორმაციას კლასზე, მოსწავლეების საჭიროებებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

ამასთან, მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.

გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე. გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თითოეული კრიტერიუმის მიხედვით.

ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის შეფასება ასახული უნდა იყოს გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას.

ხოლო, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას.

გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი 4 კრედიტქულას იღებს. იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი უარყოფით შეფასებას მიიღებს გარე დაკვირვებაში, მას ხელახალი რეგისტრაციის და გარე დაკვირვების გავლის უფლება მომდევნო სასწავლო წელს მიეცემა.

 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება