სიახლეები
სიახლეები

რომელ პროგრამებზე ვერ დახარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 8 თვის განმავლობაში განათლების სამინისტრომ - აუდიტის სამსახურის ანგარიში
20-10-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 3 პროგრამაზე/ქვეპროგრამაზე 2018 წლის 8 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საერთოდ არ იქნა ათვისებული.

ამის შესახებ აუდიტის სამსახურის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი და აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად გამოყენება ეჭქვეშ დგება.

ნულოვანი ათვისების პროგრამებია:

  • სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, რომლის წლიური გეგმა 140 ათასი ლარია;
  • სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობა, რომლის წლიური გეგმა 1 მილიონი ლარიაა;
  • თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი, რომლის წლიური გეგმა 10 მილიონ 200 ათასი ლარია.


ანგარიშის თანახმადვე, გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, როგორც ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ, ასევე დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში.

მაგალითად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამაში - „ვისწავლოთ საქართველოში“ (32 04 02 08 01), რვა თვის მონაცემებით ათვისებულია მხოლოდ 75 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის დამტკიცებული გეგმის 3.6%-ს და წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმის (2,800 ათასი ლარი) 2.7%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში (32 08 01). კერძოდ, რვა თვის მონაცემებით ათვისებულია ცხრა თვის დამტკიცებული და დაზუსტებული გეგმების, შესაბამისად 4.2% და 19.5%, ხოლო წლიური გეგმის (550 ათასი ლარი) მხოლოდ 3.2%.



კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის დამრიგებელი და საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება