სიახლეები
სკოლები

თბილისის N177 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების კურსები ტარდება
19-10-2018
-
+


სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, თბილისის N177 საჯარო სკოლაში VIII-IX მოსწავლეებისათვის პროფესიული უნარების კურსებს ატარებს.  

სკოლაში 1 ოქტომბერს დაიწყო პროექტი „ინფორმაციის ტექნოლოგია“.

კურსის მიზანია პროექტში ჩართული მოსწავლეებისათვის კონკრეტულ პროფესიაზე ნათელი წარმოდგენის შექმნა, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიის საბაზო კომპეტენციის დაუფლებისა და შრომითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, პროექტში ჩართული მოსწავლეების წახალისება, საკუთარი ძალების მოსინჯვა პროფესიისთვის დამახასიათებელი სამუშაოების შესრულების საქმეში და ზოგადი პროფესიული ცოდნის მიღება გადაწყვეტილების მისაღებად – დაეუფლოს თუ არა კონკრეტულ პროფესიას საფუძვლიანად და სრულად.

სკოლაში დაიწყო პროფესიული უნარების კურსი გოგონებისათვის „კერვა და ნაწარმის მხატვრული გაფორმება“. ასევე, შედგა ექსკურსია კოლეჯში. 

სკოლის მოსწავლეები გაეცნენ კოლეჯის სამკერვალო გარემოს, დაათვალიერეს სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები, გაეცნენ სამკერვალო მანქანა დანადგარებსა და მოწყობილობებს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯი, მისი ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები და ტექნიკური საშუალებები. მასწავლებელი მათ ესაუბრა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების პროფესიულ უნარ ჩვევებზე, შესასწავლ საგნებზე, მომიჯნავე პროფესიებზე და ზოგადად კოლეჯში არსებულ სწავლის პრონციპებზე.  

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება