კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ VI და VII კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.
ისინი ასევე შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსს და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს ესტუმრნენ.
ექსკურსიას დამრიგებელი ნინო ჩხიკვაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ რიჟამაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები