მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველი ექსპერიმენტული სკოლის ეზოში დაშავებული მოსწავლე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
სკოლის დირექტორის, ქეთი მიქანაძის განცხადებით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. პირველ არხთან საუბრისას, დირექტორმა აღნიშნა, რომ ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, როდესაც ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც 11 წლის არის, სკოლის ეზოს ჯებირიდან გადმოვარდა.
ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. მან შემთხვევის შედეგად ორივე ხელი მოიტეხა.