სიახლეები
საინტერესო

ლოდინით დაღლილი ნიჭიერება - ფიროსმანის ნამუშევრები ვენაში გამოიფინება
17-10-2018
-
+


ის იყო მხატვარი, რომელიც თანმიმდევრულად და შეგნებულად ქმნიდა ნამუშევრებს. მისი მხატვრული სამყარო ფერთა და იდეათა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რომელმაც ახალ ერას დაუდო დასაბამი. მისი ნახატების მიღმა, სევდის, ტკივილის და სიღარიბის ფარდის ქვეშ, საოცარი პოეტური ძალით აღბეჭდილი სცენები ცოცხლდებოდა. ის არსებობდა მხატვრობისთვის, სილამაზის მისეული აღქმის გადმოსაცემად, ღამის სცენების აღსაწერად... ის არსებობდა წითელპერანგა მებადურისთვის და არსებობდა, რათა შეეყვარებინა აქტრისა მარგარიტა... 

წელს ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ვენის ალბერტინას მუზეუმი ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.  

გამოფენა სახელწოდებით „NIKO PIROSMANI - A Wanderer Between Worlds“ 26 ოქტომბერს გაიხსნება და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“ (წიგნში შესულია პაბლო პიკასოს გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“). 

პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით „Table Of Pirosmani”, რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნება. 

გამოფენისთვის ვეს ანდერსონის სტუდიის ერთ-ერთმა პარტნიორმა ანიმატორმა, Thomas Hartnett O’meara-მა ფიროსმანის ნახატების მიხედვით სპეციალური ანიმაციაც შექმნა. 



გამოფენის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე  

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება