სიახლეები
საინტერესო

იდუმალი ბენკსი - არტისტი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ხატავს
17-10-2018
-
+


რამდნეიმე კვირაა, მსოფლიო ხელოვნების ყურადღება ერთმა უჩვეულო ფაქტმა და მისმა უცნობმა არტისტმა მიიპყრო. 

ბრიტანელი ანონიმური ქუჩის მხატვრის, ბენკსის (Banksy) ნამუშევარი „გოგონა ბუშტით“ ლონდონში, სოტბის აუქციონზე 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

როდესაც აუქციონის ჩაქუჩის ხმა გაისმა და ნამუშევარს მფლობელი გამოვლინდა, ნახატმა ჩარჩოში მოძრაობა დაიწყო და მან ის ნაკუწებად აქცია.

„ეს იმ შემთხვევაში, თუ მას ოდესმე აუქციონზე გაყიდდნენ“ - განაცხადა ბენკსმა, რომელმაც ნახატის „თვითგანადგურება“ წინასწარ განსაზღვრა და სიდუმლო საკუთარ Instagram-ზე გავრცელებული ვიდეოთი გაამხილა.

საზოგადოებისთვის უცნობია, ვინ გაიტანა ნახატი გასაყიდად, სავარაუდოდ, მფლობელმა ის 2006 წელს მოიპოვა თავად არტისტისგან.

სულ მალე ნამუშევრის განადგურება არაერთი კომპანიის შთაგონების წყაროდ და ახალი პოსტერების დასაბამად იქცა:

აუქციონის თანამედროვე ხელოვნების ევროპის განყოფილების უფროსის, ალექს ბრანცზიკის შეფასებით, ნამუშევარი ახლა უფრო ძვირფასიც კი გახდა:

„ეს ნამდვილად ერთადერთი ნახატია, რომელიც ნაკუწებად იქცა აუქციონის დასრულებისთანავე. როგორც ჩანს, ჩვენ გავბენკსდით. დღეს ჩვენ ბენკსის გენიის კიდევ ერთი გამოვლინება ვიხილეთ.“

და მაინც, ვინ არის იდუმალი ბენკსი?

ქუჩის არტისტის, პოლიტიკური აქტივისტისა და რეჟისორის ზუსტი ვინაობა და ბიოგრაფიული დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, იგი ბრიტანელია და 1973 წელს ბრისტოლში დაიბადა. ამბობენ, გრაფიტით ბრისტოლის აეროზოლის დიდი ბუმის პერიოდში — 1980-იანი წლების ბოლოს დაინტერესდაო. 

მისი ტრაფარეტული ტექნიკით გამორჩეული პოლიტიკური, კულტურული და ეთიკური სატირა დროთა განმავლობაში იმდენად ხშირი და მასშტაბური გახდა, რამდენადაც უფრო სწრაფად უწევდა პოლიციისაგან გაქცევა და კრიტიკისა თუ მოწონების ქარ-ცეცხლში ტრიალი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება