სიახლეები
რჩევები

„სკოლებში სასწავლო პროცესი დამღლელია, ახალ დაბრუნებულებს ნუ დააძალებთ წიგნებს მიუსხდნენ“- პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს
16-10-2018
-
+


პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობისკენ.

Etaloni.ge ინგა მამუჩიშვილის "ფეისბუქის" პოსტს სრულად გთავაზობთ: 

„არ დაიზაროთ შვილებთან ურთიერთობა, როგორი დაღლილებიც არ უნდა იყოთ! ბევრი ესაუბრეთ, იკითხეთ, ასწავლეთ დებატის კულტურა, მიეცით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და გაანალიზეთ მასთან ერთად! იკითხეთ მისი პროტესტის და გაბრაზების მიზეზი მშვიდად! მოუყევით დადებითი ეპიზოდები თქვენი ცხოვრებიდან, ასწავლეთ ადამიანობა დადებითი მხარეებით, კაცთმოყვარეობა, კომპრომისი! 

ხშირად ესაუბრეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ფიზიკური აქტივობის დადებით მხარეზე, ასწავლეთ მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა, უფროსებთან ურთიერთობის კულტურა, არ დასცინოთ არავის მათი თანდასწრებით, არ მოატყუოთ, რასაც შეპირდებით, შეუსრულეთ! ნუ აღიქვამთ ცელქ ბავშვს პათოლოგიურად და ნუ ტვირთავთ შენიშვნებით, ნუ გიკვირთ, კითხეთ თქვენს მშობლებს როგორები იყავით ბავშვობაში, თქვენი ბავშვი რა თქმა უნდა თქვენ დაგემსგავსსებათ! 

დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი ძალიან დამღლელია, ამიტომ ახალ დაბრუნებულებს ნუ დააძალებთ კვლავ წიგნებს მიუსხდნენ, დაუტოვეთ ბავშვობის უფლება!!! განსაკუთრებით 12 წლამდე შეეცადოთ რომ ბავშვმა ტვინი შეივსოს პოზიტიური ფაილებით, რადგან ამ პერიოდამდე მშობელი ოქროს სტანდარტია მისთვის, 12 წლის შემდგ ღირებულებების გადაფასება იწყება, უფრო მეტს ფიქრობენ და თქვენი ქცევის და ყოფის კრიტიკასაც იწყებენ!!! 

ერთს გთხოვთ, ყველაფერი აკეთეთ ძალადობის გარეშე და გახსოვდეთ, რომ შვილი, რომელიც თქვენი მეშვეობით მოევლინა სამყაროს თქვენს საკუთრებას არ წარმოადგენს!!! ყველა ბავშვი, დაბადებისთანავე პიროვნებაა!!! პატარა ადამიანი!!! 

მე მიყვარს ეს ადამიანები, მინდა, რომ ჯანმრთელები, ბედნიერები იყვნენ, მიიღონ სასურველი, მაღალი დონის განათლება, იცხოვრონ მოწესრიგებულ, დალაგებულ, უსაფრთხო ქვეყანაში, სადაც ყოველ ნაბიჯზე დაცული იქნება მათი უფლებები!!! იყვნენ კანონმორჩილნი!!! სუფთა ეკოლოგია, საკვები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას!!! ამ ყველაფერზე ზრუნვა დაბადებისთანავე იწყება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ერთად და ცალ-ცალკეც, რომ საღი, გონიერი, ჯანსაღი ფსიქიკის საზოგადოება მივიღოთ!!! 

მე მხოლოდ ახალგაზრდების, მათი ჯანსაღი მენტალობის იმედი მაქვს და ვეცადოთ არ მოვსპოთ და არ გავანადგუროთ ჩვენი მზაკვრული გეგმებით! ეს ჩემი მეგობრული რჩევებია, განა მე არ მაქვს შეცდომები დაშვებული როცა ახალგაზრდა მშობელი ვიყავი??? მაქსიმალურად შეეცადეთ გაუფრთხილდეთ პატარა ადამიანებს“,-წერს  ინგა მამუჩიშვილი.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„დასუფთავების აქცია მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა“,- ამბობენ სკოლაში
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
ღონისძიების შეფასების დროს სკოლის დირექტორმა -  ფაქიზო ფანჩულიძემ აღფრთოვანება ვერ დამალა
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
საზოგადოება