სიახლეები
საინტერესო

„შვილებთან საერთო ენის გამონახვა მხოლოდ იმ მშობლებს შეუძლიათ, რომლებიც ბავშვის გრძნობების ამოცნობას ახერხებენ“
15-10-2018
-
+


ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას განაცხადებით, შვილებთან საერთო ენის გამონახვა მხოლოდ იმ მშობლებს შეუძლიათ, რომლებიც ბავშვის გრძნობების ამოცნობას ახერხებენ და მასთან ურთიერთობაში დირექტიულები არ არიან.

მისივე თქმით, მშობლებსა და შვილებს შორის ემოციათა გაცვლა ადამიანის ცხოვრებაში უაღრესად პოზიტიურ როლს ასრულებს. 

„ეს პროცესი ერთნაირად აბედნიერებს, როგორც შვილებს, ასევე მშობლებს. ამავდროულად, ბავშვის მიერ საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნებასთან ერთად, თვითშეფასების ამაღლება და გარემოს კეთილგანწყობილად ხედვა ხდება.

მშობლების მხრიდან საკმარისი იქნებოდა თუნდაც 20-30 წუთით ბავშვის თამაშში ან სწავლის პროცესში ჩართულობა. ოღონდაც ისე, რომ ბავშვის ინიციატივა იყოს პრიორიტეტული. თუ ამ ინიციატივას ბავშვი ვერ ახერხებს, მაშინ მისი პროვოცირება მშობლის მხრიდან უნდა მოხერხდეს.

ბავშვები ერთნაირად რეაგირებენ, როგორც დედის, ასევე მამის დეფიციტზე. თითოეული მშობლის წილი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის თანაბარია. ორივე შემთხვევაში ბავშვმა უნდა მიიღოს უპირობო სიყვარული და ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობისა და ვალდებულების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ბავშვის პოზიტიური თუ არაპოზიტიური, მშვიდი თუ ოპოზიციური ქცევა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის პასუხია მშობლის ქმედებებზე...

შვილებთან საერთო ენის გამონახვა მხოლოდ იმ მშობლებს შეუძლიათ, რომლებიც ბავშვის გრძნობების ამოცნობას ახერხებენ და მასთან ურთიერთობაში დირექტიულები არ არიან. ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მისი ესმით, მის მდგომარეობას ხედავენ და გრძნობენ. დიახ, ბავშვები ითხოვენ და ელოდებიან მშობლებისაგან გონივრულობასაც და მგრძნობელობის მაღალ დონესაც“,-ამბობს ფსიქოლოგი.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება