მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
მარადიდის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მოილოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. სკოლის აღსაზრდელებმა კი ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 2018-2019 სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.
იხილეთ ფოტოები