მთავარი | სკოლები | სიახლეები | საინტერესო | რჩევები | ინტერვიუ | ეტალონი | სამასწავლებლო | იაზროვნე | იხილეთ მეტი |
დღეს, თელავის რესურსცენტრში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი და თელავის სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
დირექტორების თქმით, ნამდვილად მისასალმებელია მშობლის ჩართულობა შვილის სწავლა - განათლების მიღების პროცესში. მათი თქმით, Izrune.ge განათლებაში დღეს არსებულ რეალურ პრობლემას დიდწილად გადაჭრის და მშობლები მეტად ჩაერთვებიან შვილების საგანმანათლებლო პროცესებში.
სკოლის დირექტორებმა, პროექტის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ერთ-ერთი სავარჯიშო ტესტი გაიარეს და აღნიშნეს, რომ სწავლების ეს სახალისო მექანიზმი მამოტივირებელი იქნება მოსწავლეებისთვის.
ღონისძიებაზე საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ...
შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.
ახალგაზრდა პოეტებს სიგელები, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის 2019 წლის გამოცდისთვის პროგრამა
ნებისმიერ მართლმადიდებელ მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლიათ წარმოთქვან სპეციალური ლოცვები
დღეს „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებული