სიახლეები
რჩევები

უნდა გავუკეთოთ თუ არა ბავშვს გრიპის აცრა - ექიმი კომაროვსკის აზრი
10-10-2018
-
+


შემოდგომის დადგომასთან ერთად გრიპის სეზონიც იწყება. ვისუსების მიმართ განსაკუთრებით დაუცველნი ბავშვები და მოხუცები არიან. ყოველწლიურად საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სეზონური გრიპის ვაქცინაცია ტარდება.

გრიპის სეზონურ აცრებზე ცნობილი პედიატრის ევგენი კომაროვსკის აზრს გთავაზობთ. 

ცნობილი პედიატრი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთგული მომხრეა, როგორც ზრდასრულებისთვის ისე ბავშვებისთვის. ექიმი აღნიშნავს, რომ გრიპის აცრა, გარდა ოჯახის სრული იზოლაციისა, ბავშვი დაავადებისგან 100%-ით თუ არა მისი მძიმე ფორმებისა და გართულებებისგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა.

პოპულარული პედიატრი მშობლებს ურჩევს შვილებს აცრა ერთი წლის ასაკიდან გაუკეთონ, ერთ წლამდე კი ბავშვები ბუნებრივად კვებონ და ვაქცინაცია ოჯახის წევრებმა გაიკეთონ, რომელთაც ჩვილთან ხშირი კონტაქტი აქვთ.

კომაროვსკის თქმით, ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ გრიპის სეზონის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს. 

ცნობილი პედიატრის, პრაქტიკაში ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები და გართულებები არ გამოვლენილა. მისი თქმით, ვაქცინის შეყვანის ადგილზე აცრის შემდეგ შესაძლოა შეინიშნებოდეს უმნიშვნელო ჰიპერემია (სიწითლე), რომელიც რამდენიმე საათში თავისით გაქრება.

ამასთან, პედიატრი აცხადებს, რომ ვაქცინაციის ყველა წესის დაცვის შემთხვევაშიც კი ჯანმრთელ ბავშვს შესაძლოა რეაქცია განუვითარდეს: ვაქცინის შეყვანის ადგილზე ტკივილი და ჰიპერემია, სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა (37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი), საერთო სისუსტე, ძილიანობა. მსგავსი გვერდითი ეფექტი 2-3 დღის განმავლობაში გადის.

პედიატრის რჩევით, სკოლამდელი ასაკის ბავშვები და მოსწავლეები წინასწარ უნდა აიცრან. ყველაზე ეფექტურად იმუნური სისტემა გრიპის ვირუსების შემოტევას ვაქცინის შეყვანიდან პირველი ოთხი თვის მანძილზე უმკლავდება, სპეციფიკური იმუნიტეტის ფორმირებისთვის კი ორგანიზმს 2-დან 4-კვირამდე სჭირდება. ამიტომ ვაქცინაციაზე გრიპის სეზონის დაწყებამდე უნდა იზრუნოთ.

ექიმის თქმით, ავცრით თუ არა ბავშვს ჩვენი გადასაწყვეტია. გრიპის ვაქცინა - აუცილებელი პროცედურა არ არის, მაგრამ, კომაროვსკისის აზრით, აცრა გვეხმარება როგორც თავიდან ავიცილოთ, ასევე მარტივად გადავიტანოთ დაავადება და შევიმსუბუქოთ მისი შედეგები. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
დარეჯან სირბილაძე არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება