ეფრემოვკის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
ეფრემოვკის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში V-VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ინგლისური ენის მასწავლებელი ანნა აბრაამიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მინი სპექტაკლი გაითამაშეს.
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები