სიახლეები
სიახლეები

უმაღლესებისთვის ავტორიზაციის 2020 წლამდე გადავადების ინიციატივაში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს
09-10-2018
-
+


„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებების განხილვა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გაგრძელდება... ამასთან არ გამოვრიცხავთ, რომ დამატებითი ცვლილებები იყოს ინიციატივაში შესული“, - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge -ს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ მარიამ ჯაშმა განუცხადა.

ცვლილების მიხედვით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის/გაუვიდა, ვადა ავტორიზაციისთვის 2020 წლის პირველ იანვრამდე უნდა გაუგრძელდეთ.

კანონპროექტის პირველი მოსმენა პარლამეტში 18 სექტემბერს გაიმართა და დაჩქარებული წესით უნდა განხილულიყო, თუმცა პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმული შენიშვნების გამო განხილვა გადადო და განაცხადა, რომ ცვლილებები დამატებით კონსულტაციებს საჭიროებდა.

როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, ოქტომბრის ბოლოს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წარმომადგენლები ჩამოვლენ, რომელთა ჩართულობით საბოლოოდ მოხდება ცვლილებების შეჯამება.

მარიამ ჯაში არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ ინიციატივაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

„საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გაგრძელდება, როდესაც პარლამენტი განაახლებს მუშაობას. ამასთან ოქტომბრის ბოლოს საქართველო ელოდება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წარმომადგენელთა ვიზიტს, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ შევაჯეროთ საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრული ცვლილებები და მოხდეს შეთანხმება.
რამდენადაც ჩვენ პირველი მოსმენით არ დაგვისრულებია პრინციპებზე შეთანხმება და ეს ევროპული ასოციაციის ვიზიტის შემდგომ დასრულდება, არ გამოვრიცხავთ, რომ დამატებითი ცვლილებები იყოს ინიციატივაში შესული, რაც შემდგომში საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ და აღნიშნა, რომ ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით არაერთი ხარვეზია, რომელიც საბოლოოდ სუბიექტივიზმის საშუალებას იძლევა და ეს უნდა გამოსწორდეს.

„25 სექტემბერს ჩვენ გვქონდა გაფართოებული შეხვედრა რექტორთა საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად პრეზენტაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ქრონოლოგიასთან დაკავშირებით გაიმართა.

ავტორიზაციის პროცედურების დასრულების პირველი წლის შემდგომ ბუნებრივია გარკვეული გამოცდილება დაგროვდა. სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ, მათ შორის იმ უმაღლესების ხელმძღვანელების მიერ რომლებმაც წარმატებით გაიარეს ავტორიზაციის პროცესი იყო შენიშვნები.

ავტორიზაციის პროცესში რჩება გარკვეული ხარვეზები „გაიდლაინებთან“ დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ გვიან მიაწოდეს უნივერსიტეტებს. ამასთან, თუ ჩვენ ნათლად გვაქვს წარმოდგენილი ევროპული ESG 2015 წლის სტანდარტით განსაზღვრული კრიტერიუმები, არ გვაქვს შეფასების კრიტერიუმების ინსტრუმენტები არ არის ასეთი ნათელი. ამდენად რჩება სუბიექტივიზმის საკმაოდ მაღალი რისკი, რომლის აღმოფხვრა და შემცირება ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა და აქვე აღნიშნა, რომ არათანაბარი პირობები უმაღლესი დაწესებულებებისთვის თავიდანვე არსებობდა.

„თავიდანვე 35-დან 40%-მდე უნივერსიტეტი ჩაყენებული იყო უპირატეს მდგომარეობაში, ვინაიდან მათ ჰქონდათ 2-დან 5 წლამდე პერიოდი ახალი სტანდარტების დანეგვისთვის. ამდენად არათანაბარი ვითარება თავიდანვე იყო შექმნილი უნივერსიტეტებთან მიმართებაში.

ამასთან, ინიციატივის დარეგისტრირების პერიოდში სულ მცირე 25 უმაღლეს უწევდა 2018-2019 წლებში რეავტორიზაცია, შესაბამისად ეს ინიციატივა რომ დამტკიცებულიყო სულ მცირე ოცდახუთ უნივერსიტეტს შეეხებოდა“,- აღნიშნა ჯაშმა.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება