სიახლეები
წიგნები, რჩევები

არდადეგებზე წასაკითხი წიგნები - რჩევები მოსწავლეებს
03-01-2018
-
+


რ.ჯ. პალაციო ,,საოცრება“

ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია? ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ. 

კირა კასი ,,შერჩევა“

მე არ მინდოდა დიდება. არ მინდოდა ერთადერთი ვყოფილიყავი. არც კი მიცდია. 35 გოგო. 1 გვირგვინი. შეჯიბრება სიცოცხლისთვის. რჩეულებს განსაკუთრებული სამოსი, ფასდაუდებელი ძვირფასეულობა, სასახლეში ცხოვრება და პრინც მაქსონის გულის მოსაგებად ბრძოლა ელით. ამერიკა სინგერისთვის კონკურსში მონაწილეობა მძიმე სასჯელია. მას არ უნდა სახლიდან წასვლა, გვირგვინისთვის დაუნდობელ ბრძოლაში ჩაბმა და ცხოვრება სასახლეში, რომელსაც მეამბოხეები გამუდმებით ესხმიან თავს. სამეფო კარზე ამერიკა პრინც მაქსონს გაიცნობს. ეს ბედისწერის შემობრუნებაა. გოგონა იმაზე ეჭვობს, რისაც აქამდე გულით სწამდა. და ხვდება, რომ ოცნება მიღმა სამყაროში იფანტება, მომავალი კი სულ სხვა იქნება. 

კირა კასი ''ელიტა''

შერჩევა ოცდათხუთმეტი პრეტენდენტით დაიწყო! გვირგვინი კი მხოლოდ ერთია! სასახლეში დაბინავებული გოგონები პრინც მაქსონის გულის მოსაგებად იბრძვიან. კონკურსის ბოლო ეტაპზე ექვსი კანდიდატი რჩება და ბრძოლაც სასტიკი და დაუნდობელი ხდება. ამერიკა სინგერი კვლავ გაორებას ებრძვის. ნეტავ, ამის მიზეზი პრინცი მაქსონია? ნუთუ ტახტის მემკვიდრე შეუყვარდა? მაგრამ გოგონას ხომ დედოფლობა არ უნდა? ან იქნებ ყველაფერი ასპენის ბრალია, მისი პირველი სიყვარულის, რომელსაც ვერ ელევა? დაბნეულ ამერიკას დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, სხვა გოგონებმა კი ზუსტად იციან, რაც სურთ და თუ ამერიკა არ იჩქარებს, შანსი ხელიდან გაუსხლტება.

ზოი საგი ,,ონლაინ გოგო“

პენის საიდუმლო აქვს, ის ბლოგერი ხდება და იწყებს წერას მეგობრობაზე, ბიჭებზე, სკოლის ამბებზე, თავის არაჩვეულებრივ ოჯახსა და შიშზე, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევია და მოსვენებას უკარგავს. ვინაიდან პენის ამ თემებზე საუბარი ღიად არ სურს, ფსევდონიმს ირჩევს – ონლაინგოგო. როცა რეალურ ცხოვრებაში, კერძოდ სკოლაში, ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბება, პენის მშობლები გადაწყვეტენ, დათანხმდნენ ხელსაყრელ წინადადებას და საშობაოდ, შვილებთან ერთად გაემგზავრონ ნიუ-იორკში, სადაც სასტუმრო „უოლდორფ ასტორიაში“ ქორწილის ორგანიზება ევალებათ. სწორედ იქ გაიცნობს პენი ნოეს – მოხდენილ, გიტარით გატაცებულ ამერიკელს. შეყვარებული ონლაინ გოგო „ბრუკლინელ ბიჭთან“ გატარებულ ყოველ დღეს თავის ბლოგზე წერს. ნოეც რაღაც მნიშვნელოვანს მალავს, როცა ორივე საიდუმლო ერთდროულად გამჟღავნდება და მთავარი გმირების სიყვარულს საფრთხე დაემუქრება, საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან მას პენი და ნოე. 

ზოი საგი ''ონლაინ გოგო. საგასტროლო ტურნე“

პენი პორტერი და ნოე ფლინი ისევ ერთად არიან – ეს ყველამ იცის. თუმცა, მათ ცხოვრებაში სიახლეც ბევრია: „სამუდამო უარი ონლაინს“ – ეს ბლოგერ პენის გადაწყვეტილებაა! საგასტროლო ტურნე ევროპის გარშემო – ეს კი როკერ ნოეს ოცნების ახდენაა! რაც მთავარია, ნოე სამოგზაუროდ პენისაც ეპატიჟება. შეყვარებულ წყვილს თავბრუდამხვევი თავგადასავალი და დიდი გამოცდა ელის! ჩემოდნები ჩალაგებულია. გეგმა შედგენილი. წინ ბერლინი, რომი, პარიზია! როგორ გამოიჩენენ თავს ექსტრემალურ სიტუაციაში, ან როგორ გაუმკლავდებიან განსაცდელს, როცა სიუჟეტი დეტექტივივით განვითარდება? ოჯახი და მეგობრები პენის დასახმარებლად მუდამ მზად არიან, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მან უნდა მიიღოს.

კომენტარები


სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით
„ჩვენ ბავშვებისთვის გჭირდება ხარისხიანი და შემოქმედებითი განათლება“
სკოლები
აქტივობა კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველო“-სა და „World Vision Georgia“-ს კახეთის სამხარეო პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა
პედკოლექტივი მაყვალა მაძღარაშვილს ექსკურსიის დაფინანსებისთვის მადლობას უხდის
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საკუთარი ნიჭის დემონსტრირება მოახდინეს
მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს
საინტერესო
თინა სიხარულიძე ავრცელებს ჩანაწერს, რომელიც დაღუპული მეშახტეების მეუღლეებს მიუძღვნა
სასკოლო ცხოვრება მოზარდის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს 
„ასე მგონია, ზაფხული ყველაზე მეტად ოდა სახლებს უხარიათ გურიაში, აჭრიალდა იატაკი...“
საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზად ხატვა ითვლება
ეტალონი
სიახლეები