სიახლეები
სიახლეები

მომხმარებლის საყურადღებოდ: როგორი პარკები აიკრძალა პირველი ოქტომბრიდან და გაძვირდება თუ არა პროდუქტის ფასი
02-10-2018
-
+


საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ახალი რეგულაციებია. კერძოდ, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა, ხოლო 2019 წლის პირველი აპრილიდან, საქართველოს კანონმდებლობით,  ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია შეიზღუდება. 

კანონმდებლობის მიხედვით, სავალდებულო გახდება ბიოდეგრადირებადი ან ქაღალდის პარკები. აღსანიშნავია, რომ პოლიეთილენის ტომარა ბუნებაში დაახლოებით 450 წლის მანძილზე იხრწნება. ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მონაცემებით, ოკეანეში ყოველწლიურად 6 მლნ 300 ათასი ტონა ნაგავი იყრება, რომლის დიდი ნაწილი პლასტიკია. ეს კი 1 მლნ ჩიტის, 100 ათასი წყლის ძუძუმწოვრისა და უზარმაზარი რაოდენობის თევზის დახოცვას იწვევს.

Etaloni.ge-მ გაარკვია, თუ რას გულისხმობს ეს რეგულაციები. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდვები შეეხო მხოლოდ პროდუქტის შეძენისთვის განკუთვნილ პარკებს, შესაბამისად, პარკები, რომლებიც სამოსის შესაფუთად, ან თუნდაც სხვა მიზნისთვის გამოიყენება, ამ სტანდარტების დაცვას არ  საჭიროებს. 

მაგალითად, 15 მიკრონზე (0,015 მმ)  ნაკლები სისქის პარკები მოიცავს ერთჯერად, თხელ პარკებს, რომლებსაც მომხმარებელს მარკეტებში მცირე რაოდენობის პროდუქტის შესყიდვისას სთავაზობდნენ. რეგულაციის მიხედვით, ამგვარი პარკები ბრუნვაში აღარ იქნება. რაც შეეხება 16 მიკრონის და მეტი სისქის პარკებს, ისინი მარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში პროდუქტის გაყიდვისას კვლავ გამოიყენება, მხოლოდ 2019 წლის პირველ აპრილამდე. 

მეწარმე, რომელიც უკვე ამოქმედებულ რეგულაციებს პირველად დაარღვევს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 500 ლარითა და შესაბამისი პროდუქტის კონფისკაციით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარით. ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი პროდუქტის კონფისკაციით. ამავდროულად, აუცილებელია, რომ პლასტიკის პარკზე დატანილი იყოს პლასტიკის პარკის სისქის, შემადგენლობისა და მწარმოებელთან დაკავშირებული ინფორმაცია. 

Etaloni.ge აღნიშნულის შესახებ დეტალურად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის  დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ირმა გურგულიანს ესაუბრა. 

- ქალბატონო ირმა, რას გულისხმობს პლასტიკატის პარკებთან დაკავშირებული რეგულაციები? 

- საქართველოს მთავრობის N478 დადგენილებით, რომელიც 14 სექტემბერს იქნა მიღებული, ეს გულისხმობს პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესთან დაკავშირებით მოთხოვნებს. უნდა აღინიშნოს  ტერმინთა განმარტებაში თუ რას ნიშნავს პლასტიკის პარკი - ეს ეხება უშუალოდ პლასტიკისგან დამზადებულ პარკს, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც მომხმარებელს საქონლის ან პროდუქტის გაყიდვის ადგილზე მიეწოდება. პლასტიკის პარკზე რეგულაციასთან დაკავშირებით სხვა განმარტება არ არის და თხოვნა იქნება, ეს არ ავურიოთ სხვა პარკებთან დაკავშირებით, რადგან უკვე ბევრი მომხმარებელი თუ მწარმოებელი რეკავს ამასთან დაკავშირებით, რადგან ფიქრობენ, რომ ეს იგივე ნაგვის პარკსაც მოიცავს, ან შესაფუთ პარკს და ა.შ. რეგულაცია კონკრეტულად მარკეტში, პროდუქტის ჩასაწყობ პარკს ეხება. რაც შეეხება იმას, რომ ოქსოდეგრარირებადი პარკი საერთოდ აკრძალულია (ანუ, პარკი, რომელიც ბუნებაში იშლება, თუმცა მავნე ზემოქმედებას მაინც ახდენს), ეს რეგულაცია ეხება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. 

ოქსოდეგრარებადი პარკი არის უთხელესი, ერთჯერადი პარკი, რომელსაც მარკეტებში  პროდუქტის ჩაწყობისას იყენებდნენ. ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, 2019 წლის პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. შემოდის ბიოდეგრადირებადი პარკები. ეს ეხება ისევ მომხმარებლისთვის განკუთვნილ პარკებს. 

- რამდენად შესაძლებელია გაკონტროლდეს მეწარმეთა და საწარმოთა კეთილსინდისიერება, მიუთითებენ თუ არა სწორ ინფორმაციას პარკზე, ასევე, როგორ შემოწმდება ამ ინფორმაციის სიზუსტე?

- პარკზე იმის მითითება, თუ რამდენი მიკრონია, ისევ მეწარმეების მოთხოვნით მოხდა და ასევე,  უნდა ჩანდეს მწარმოებელი, ანუ ვინ დაამზადა პარკი. იმპორტზეც ევროკავშირის სტანდარტებით უნდა შემოიტანონ და მათ ამასთან დაკავშირებით საბაჟო გააკონტროლებს. ნიშანდება მნიშვნელოვანია პარკზე იმიტომ, რომ ვინც რას დააწერს, იმაზეა პასუხისმგებელი. თუკი ეჭვი გაჩნდა, უკვე ლაბორატორიულად შეიძლება ამის გადამოწმება. რაც შეეხება მიკრომეტრებს, რომელიც ამ პარკის სისქეს ზომავს, ზედამხედველობის გაწევა მუნიციპალიტეტებს და გარემოს დაცვის დეპარტამენტს ეხებათ. 

- რა სანქციებია გათვალისწინებული მათთვის, ვინც რეგულაციებს დაარღვევს?

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულია შემდეგი სანქციები: დარღევის პირველ ჯერზე აღმოჩენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა და პარკების მთლიანი კონფისკაცია, მეორე ჯერზე - 1000 ლარი და ასევე პარკების კონფისკაცია.

- დაწესებული რეგულაციები პარკებზე ფასებს გაზრდის?

- ამით კატასტროფულად არაფერი ძვირდება. ამ რეგულაციამდეც პარკებს გარკვეული ღირებულება ჰქონდათ და თუ მარკეტში მის ფასს ცალკე არ იხდიდით, ე.ი. პროდუქტის ფასში იყო უკვე გათვალისწინებული. ყოველ შემთხვევაში, ის რადიკალურად განსხვავებული ფასი არ ეღირება.  ხოლო, თუ გვინდა რომ გარემო არ დავაბინძუროთ და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებს მივყვეთ, ამაზე მომხმარებელმაც უნდა იზრუნოს.

Etaloni.ge  ასევე მარკეტებსა და სარეკლამო სააგენტოებს დაუკავშირდა, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიების ნაწილი საქართველოში დამზადებულ პარკებს იყენებს, ნაწილი კი პროდუქციას თურქეთში უკვეთავს. 

მათივე ცნობით, 2019 წლის პირველ აპრილამდე ფასებზე სხვაობა არ აისახება, რადგან მხოლოდ მარკეტებს მოუწევთ თხელ პარკებზე უარის თქმა, რასაც შედარებით სქელი, უკვე არსებული პარკებით ჩაანაცვლებენ. რაც შეეხება პირველი აპრილიდან დაწესებულ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია შეიზღუდება და სავალდებულო გახდება ბიოდეგრადირებადი ან ქაღალდის პარკები, კომპანიების ინფორმაციით, ქაღალდის პროდუქტი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე - პლასტიკის, თუმცა ჯერ შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, ამის გამო გაძვირდება თუ არა პარკები. მათივე ცნობით, თუ ეს მოხდა, მოსალოდნელია მათი მხოლოდ რამდენიმე თეთრით გაძვირება.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ამ დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება