სიახლეები
სკოლები

თბილისის N107 სკოლის 14 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა
02-10-2018
-
+


თბილისის N107 სკოლის საბაზო საფეხურის 14 წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ დააჯილდოვა.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერით ქეთევან ბადალაშვილი, ანა ბოლქვაძე, მარიამ გელაშვილი, ნუკა გულაშვილი, ბაია გულაშვილი, ნინი ელისაშვილი, ელენე კახიძე, ანანო კუბლაშვილი, მაგდა კოკაია, ირაკლი ზვიადაური, თათია ნადირაშვილი, გოგა ოქრაძე, მარი ყულჯანიშვილი, ლაშა ჯანხოთელი დასაჩუქრდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა სამგორის რაიონში წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობით ორ სხვა სკოლასთან ერთად პირველ ადგილზე გავიდა.

წელს საქართველოს მასშტაბით 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება