სიახლეები
სიახლეები

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა - რჩევები მშობლებს
02-10-2018
-
+


„სკოლაში წასვლის წინ სულ რაღაც სტკივდება, უხასიათოდაა, მთხოვს რომ არ გავუშვა“ - არც თუ იშვიათია მსგავსი ჩივილები მშობლებისგან.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, Etaloni.ge გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც მსგავსი სიტუაციის ეფექტურად გადაჭრაში გადეხმარებათ:

  • გაკვეთილების გაცდენა ხანდახან შეიძლება- როდესაც ხედავთ, რომ თქვენი შვილი სკოლაში წასვლას არიდებს თავს, ნუ დააძალებთ, დატოვეთ სახლში, თუმცა აუცილებლად ჰკითხეთ მიზეზეი, რატომ იქცევა ასე. ეს შეიძლება კლასელებთან უთანხმოებას, მასწავლებლის შიშსა და გაუგებარ საგაკვეთილო მასალას უკავშირდებოდეს. უნდა იცოდეთ მიზეზი, რათა საკითხის მოგვარება შეძლოთ, ბავშვი კი უნდა გრძნობდეს, რომ თქვენ მის მხარეზე ხართ.
  • დაძაბული და სტრესული გარემო ბავშვის ფსიქიკაზე ცუდად აისახება და ძალდატანებით მეცადინეობითა და სკოლაში სიარულით უფრო აუცრუვდება სწავლაზე გული. არსებობს გამოცდილება მსოფლიოში, როდესაც მსგავსი ტიპის მოსწავლეებისთვის ყოველ მეხუთე კვირას არდადეგები იგეგმება. რამდენიმე დღე საგაკვეთილო პროცესის გაცდენა თქვენს შვილს „ოროსნად“ არ აქცევს, პირიქით, ფსიქოლოგიურად დასვენებისთვის განწყობა მას ახალი ძალებითა და ენერგიით აავსებს. 
  • იმისათვის, რომ ბავშვი სასწავლო პროცესსა და მასალას არ ჩამორჩეს, სთხოვეთ, გაიგოს საშინაო დავალებები და თავად ამეცადინეთ სახლში.
  • გირჩევთ, გაესაუბროთ კლასის დამრიგებელსა და მასწავლებელს, მათ შეხედულებებს გაეცნოთ და ერთად მოძებნოთ საკითხის გადაჭრის გზები. სკოლის შეცვლა, ხშირ შემთხვევაში, თქვენს შვილს არსებულ პრობლემებს ვერ მოუგვარებს, რადგან დამკვიდრება და სასწავლო გარემოსთან შეგუება ყველაგნ მოუწევს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ
ამ დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“
სკოლაში ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ 
დღე ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღე იყო პატარებისთვის, საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე საუკეთესოდ აისახა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება