დერჩის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო
26-09-2018
დაკოპირებულია
-
+
დერჩის საჯარო სკოლაში ახალი 2018-19 სასწავლო წელი ზეიმით აღნიშნეს.
სკოლის ეზოში ჟრიამული დილიდან ისმოდა. მოსწავლეები ყვავილებითა და ზაფხულის შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ და ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცეს.
მოსწავლეებს მიესალმა სკოლის დირექტორი და პედაგოგები.
ზარის დარეკვის შემდეგ მოსწავლეები კლასებში გაეშურნენ და ისაუბრეს თემაზე „როგორ გავატარე ზაფხულის არდადაგები“.