სიახლეები
რჩევები

აუდიო, ელექტრონული და ბეჭდური წიგნები - რომელ ასაკში რომელი ფორმატია სასურველი თქვენი შვილებისთვის?
26-09-2018
-
+


წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იწყება და იმისათვის, რომ თქვენმა შვილებმა ამ თავგადასავლებისგან სიამოვნების მიღება ისწავლონ სწორი ნაწარმოებისა და ფორმატის არჩევაა აუცილებელი. 

აუდიო, ელექტრონული და ტრადიციული წიგნი - რომელი უფრო შეესაბამება თქვენ პატარას სხვადასხვა ასაკში? - Etaloni.ge გირჩევთ:

ყველაზე პატარებისთვის

ბავშვები სამყაროს არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შეხებით შეიცნობენ, ამდენად, მათ სჭირდებათ წიგნთან უშუალო კონტაქტი, გვერდების გადაფურცვლა. ორწლამდე პატარებისთვის საუკეთესოა მყარი მუყაოსა და რეზინის მასალისაგან შექმნილი წიგნები, რათა ვერ შეძლონ მათი დახევა და გაფუჭება.

ორი წლის შემდეგ სასურველია ფერადი, ილუსტრირებული ან ხმოვანი წიგნების კითხვა. საინტერესო ვიზუალის პარალელურად, თქვენი პატარა გადაშლის წიგნს და ტყის ფონზე ხეების შრიალისა და ჩიტების ჭიკჭიკის სიუჟეტი გაუცოცხლდება.

მოსწავლეებისთვის

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ასევე ნაბეჭდი წიგნია ყველაზე სასურველი. ამ ასაკში პატარებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ნახატებით გართული ნაწარმოებები, შესაბამისი შრიფტის ფორმატი და ტექსტების სიმცირე. 

საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებისთვის ელექტრონული წიგნების შეთავაზება უკვე თამამად შეიძლება. მათ ნაკლებად აინტერესებთ ნაწარმოების ვიზუალი და გადამწყვეტ მნიშვნელობას ტექსტის შინაარსს ანიჭებენ. ამ ფორმატის უპირატესობად შეიძლება მინიმალური დანახარჯით მრავალფეროვანი რესურსით სარგებლობა და წიგნის კომპაქტურობა ჩაითვალოს.

ამასთან, არ ღირს თვალების გადაღლა და ტრადიციული წიგნის დავიწყება. მასთან მუშაობას მაინც შეუცვლელი ხიბლი სდევს თან. მასში შეგიძლიათ ჩაინიშნოთ საყვარელი ფრაზები, მნიშვნელოვანი გვერდები და სამაგიდოდ გაიხადოთ ძვირფასი სიტყვები.

ყველასათვის

აუცდიოწიგნები ყველა ასაკის მკითხვეზეა გათვლილი, მთავარია შესაბამისად აირჩეს თემატიკა და ტექსტის ფორმატი. იმასათვის რომ ბავშვმა ინტერსით მოისმინოს ისტორია, წაკითხული გასაგები და ახლობელი უნდა იყოს მისთვის.

ყველაზე პატარებისთვის სასურველია ლექსისა და მუსიკალური სპექტაკლების ფორმატი. უფრო მაღალ ასაკში ბავშვებს შემეცნებითი და საინტერესო ისტორიების მოსმენა უყვართ, სკოლის მოსწავლეებისთვის კი აუდიოწიგნები დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგისთვისაა ეფექტური. მათ შეუძლიათ შეიმეცნონ სახლისაკენ მიმავალ გზაზე ან მაშინ, როდესაც აღარ აქვთ ჯდომისა და კითხის ძალა.

მასწავლებლების გარკვეული ნაწილი აუდიოწიგნების გამოყენებას არ ემხრობა და კითხვით ფორმატს ანიჭებს უპირატესობას. ეს იმიტომ, რომ ვიზუალური აღქმისას წაკითხული მეტად იბეჭდება გონებაში, ამასთან, სიტყვების მართლწერასა და ტექსტზე მუშაობასაც უფრო ეფექტურად სწავლობენ ბავშვები. თანაც, შესაძლოა, გამხმოვანებლის ტემპი და ინტონაცია სულაც არ იყოს სასიამოვნო თქვენთვის. ამასთან, ხომ არის მომენტები, როდესაც გამორჩეულ ფრაზებთან გსურთ მიბრუნება და მათი კიდევ ერთხელ გადაკითხვა.

ფსიქოლოგთა რჩევით, კითხვისადმი ინტერესის გასაღვივებლად, ბავშვები წიგნის ერთი კონკრეტული ფორმატით არ უნდა შევზღუდოთ და კონბინირებულ, მათ მრავალმხრივ განვითარებას შევუწყოთ ხელი.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება