საბავშვო ბაღ „მზესუმზირას“ პატარები პროსოციალურ ქცევებს სწავლობენ
25-09-2018
დაკოპირებულია
-
+
ქართულ - ინგლისური საბავშვო ბაღი „მზესუმზირა“ სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენი შვილები სილაღითა და თამაშ-თამაშით ცხოვრების მთავარ ღირებულებებს სწავლობენ და წარმატებული მომავლისთვის ემზადებიან.
ბაღის კვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები პატარების ფიზიკურ, გონებრივ და პიროვნულ განვითარებას უწყობენ ხელს და ისეთ აქტივობებს გეგმავენ, მაგალითად, როგორიც პროსოციალური ქცევების ახსნა და დიდ ეკრანზე ჩვენებაა.
პროსოციაური ქცევების განხორციელების მთავარი მოტივი სხვა ადამიანის დახმარებაა, ეს თვისება კი ბავშვებს ადრეული ასაკიდან უყალიბდებათ.
თემატური გაკვეთილი პატარების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა. მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს დიდი და ძალიან კარგი ადამიანების სამყაროსკენ.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას