სიახლეები
საინტერესო

ბუნებას ცუდი ამინდი არ აქვს - ეს და სხვა ნორვეგიული აღზრდის მეთოდები, რომელიც ჩვენში გაოცებას იწვევს
02-12-2018
-
+


ჩვენ ვცდილობთ შვილებს რაც შეიძლება გემრიელად ვაჭამოთ, ცივ ამინდში გარეთ არ გავუშვათ, სკოლაში გავაცილოთ და მოვუწოდებთ იყვნენ სხვებზე უკეთესები და ძლიერები, ნორვეგიელები კი ახალგაზრდა მოქალაქეებს თავშეკავებას, პასუხისმგებლობასა და თავმდაბლობას ასწავლიან.

ამასთან აღზრდის ასეთ სტილს მეტნაკლებად ყველა ოჯახი მისდევს. ეს საფირმო ნორვეგიული სტილია, რომლის დეტალებში გარკვევასაც შევეცდებით.

ბუნებას ცუდი ამინდი არ აქვს


ნორვეგიელები ხუმრობენ: თუ ადამიანს რეზინის ბოტები აცვია, ე.ი ადგილობრივია. ადგილობრივები სახლიდან ნებისმიერი ამინდისთვის მომზადებულნი გადიან. ეს იქნება წვიმა, თოვლი თუ ქარიშხალი. აქ ამინდზე წუწუნი მიღებული არ არის.

თუ როგორ უნდა ჩააცვან ბავშვებს, დედებსა და მამებს პედაგოგები მშობელთა კრებაზე უხსნიან. 

ნებისმიერ ამინდში, წვიმასა და ქარშიც კი ბავშვები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დასვენებაზე გარეთ არიან. აქ თვლიან, რომ ქუჩაში სირბილითა და ხტუნაობით ბავშვი ისვენებს, ახალი გაკვეთილისთვის ძალებს იკრეფს და თან კაჟდება.

„მწვანე რეცეპტი“


იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვს 38 გრადუსი სიცხე აქვს, ნორვეგიული მშობლები ექიმს არ აწუხებენ. სურდო კი სკოლის და ბაღის გაცდენის მიზეზი არ არის. ჩვეულებრივი სურდოს დროს - როდესაც ბავშვს სიცხე არ აქვს - ექიმი „მწვანე რეცეპტს“ გამოწერს და მშობელს ბავშვის ტყეში გასეირნებას ურჩევსს.

ნორვეგიაში თუ ჯანმრთელობის გამო წუწუნებ ე.ი აღიარებ, რომ ზარმაცი და უპასუხისმგებლო ხარ. სპორტს არ მისდევ, არასწორად გაცვია და შედეგად ავად გახდი. 

ჩაცმის სტილი - კომბოსტოსავით შეფუთული


გარემოს გაკვეთილებზე ბავშვებს უხსნიან, როგორ ჩაიცვან სწორად ამინდის შესაბამისად. მაგალითად, თუ ქუჩაში 10 გრადუსზე მეტი ყინვაა, ბავშვები კომბოსტოსავთ შეფუთული დადიან. თერმოკომბინიზონი და წყალგაუმტარი დათბილული ფეხსაცმელი აუცილებელი ჩასაცმელია.

ჯანსაღი ღიმილი


ნორვეგიაში ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ როგორც სარძევე ისე მუდმივ კბილებს. დედები ბავშვისთვის კბილების გაწმენდას პირველი კიჭის ამოჭრისთანავე იწყებენ, მოზრდილ ბავშვებს კი ხშირად ფტორის  შემცველ აბებს ასმევენ. აღსანიშნავია, რომ კანფეტებს და შოკოლადს ახალგაზრდა ნორვეგიელები ჩრდილოეთის ციალზე იშვიათად ხედავენ.

ცივი ბუტერბროდი და აკრძალული თხილეული


სკოლაში ახალგაზრდა ნორვეგიელები თავად დადიან, მშობლების თანხხლების გარეშე. ზურგჩანთის გარდა, თითოეული მოსწავლე თან ატარებს ლანჩის ჩანთას: რომელშიც ცივი ბუტერბროდები, ხორციანი ღვეზელები, ხილი და იოგურტი დევს. წახემსება კი შეიძლბა გაკვეთილებს შორის ნახევარსაათიანი შესვენებების დროს. საკუთარ ლანჩს ნორვეგიელი სკოლის მოსწავლეები მოკრძალებულად კედელთან მიირთმევენ.

ტკბილეულის წაღება სკოლაში კატეგორიულად იკრძალება: არავითარი ლიმონათი, კანფეტი, ორცხობილა და შოკოლადი. აღსანიშნავია, რომ თხილეულიც ასევე აკრძალულია, რადგან მან შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში კიდია დაფები წარწერით : Nut free zone („თხილეულისგან თავისუფალი ზონა“).

დაბადების დღეზე სოსისი და პიცა


ბავშვების დაბადების დღის სტანდატრული მენიუა: სოსისი, პიცა და დესერტი (როგორც წესი, პეროგი, მართალია ტკბილეულიდან ბავშვებს ხანდახან მხოლოდ სტაფილი, ვაშლი და ჩირი ხვდებათ).

აღსანიშნავია, რომ დაბადენის დღის მოსაწვევ ბარათებზე წერენ არა მხოლოდ აღნიშვნის ადგილს, არამედ აანონსებენ მენიუს და ასევე მიუთითებენ თუ რა ფასის საჩუქარს ელიან. მასპინძლის დაწესებული ზღვრის გადამეტება არ შეიძლება, შეზღუდული ბიუჯეტის მქონე ოჯახები უხერხულ სიტუაციაში რომ არ ჩავარდნენ.

იყავი ისეთი როგორც ყველა!


ნორვეგიულ სკოლაში ახალგაზრდა ვიკინგებიდან არავინ არ უნდა გამოირჩეოდეს. აქ არ არის დღიურები, ორშაბათს კი მასწავლებელი ბავშვებს ukeplan-ს - ერთკვირიანი მეცადინეობების გეგმას ურიგებს. მასში მითითებულია საშინაო დავალებები და გზავნილი მშობლებთან.

მეშვიდე კლასამდე ბავშვებს ნიშნებს არ უსვამენ - ტრამვა რომ არ მიადგენთ ბავშვებს. ნორგეგიული განათლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ძლიერებმა სუსტები ამოქაჩონ. ამ შემთხვევაში ყველა ერთნაირ სახალისო ღიმილებსა და სტიკერებს იღებს.

ნორვეგიულ სკოლებში მოსწავლეებს განსაკუთრებული სტატუსი - მეგლერი აქვთ. ეს მორიგე მოსწავლეა, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციებში თანატოლებს შორის შუამავლის როლს ასრულებს. სიმშვიდე, ჰარმონია და სტაბილურობა - საბაზო ღირებულებებია ყველა ასაკის ნორვეგიელისთვის.

აღსანიშნავია, რომ ოსლოს უნივერსიტეტში შესაძლებელია განათლების მიღება კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრაში. მსოფლიოში ამ კურსს ანალოგი არ ჰყავს. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება