სიახლეები


ღრმა ფიქრებითა და გრძნობებით სავსე მხატვარი
18-05-2018
-
+


შემოქმედი მხოლოდ იარაღია, რომელმაც თავის სულში უნდა გაატაროს ზემოდან ნაკარნახევი და ამას მხოლოდ გენიოსები ახერხებენ. რა შეუძლია მხატვარს? მხატვრის გენიამ კაფე-შანტანის ფრანგ მოცეკვავე და მომღერალ მარგარიტას ღვთაებრივი სული შთაბერა. მხატვარმა არარაობა უკვდავებად აქცია.   

ნიკო ფიროსმანი ნახატებში ფიზიკურ გარეგნობასთან ერთად გადმოსცემდა ადამიანების სულიერ მდგომარეობასაც. სწორედ ეს არის მხატვრის ძირითადი მიზანი - სულგამოცლილს სული შთაბეროს.   

ნიკალას ნამუშევრებში გაერთიანებულია ცხოვრება და სიმშვიდე. მსოფლიო გენიოსი იკვლევდა სულს, ხოლო სხეული მისთვის მხოლოდ აზროვნების იარაღი იყო. მხატვრის შემოქმედება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის სულის გამოხატულებაა.  

ამბობენ, თითქოს ნიკალა არასოდეს ყოფილა რთველში. მიკიტან ნიკო სოზიაშვილის ნაამბობისა და ახსნის მიხედვით, იგი ყვებოდა რთველის სურათებს და ნიკო კი ხატავდა მათ საოცარი სისწრაფით, შემდეგ კი მიკიტანი იგონებდა: ”ყველაფრის დახატვა მინდოდა ტილოზე, რაც კი რთველის სურათიანობას შეეხებოდა, ამიტომ ყველა წვრილმანში ვერეოდი, ვუხსნიდი, გულუბრყვილოდ ვუწუნებდი ზოგიერთ ნაწილებს და ჩემებურად დამყავდა მისი ფუნჯი. დიდხანს მითმინა, ბოლოს როცა ურემში შებმული ხარების ტანადობაც დავუწუნე, აიმღვრა, მრისხანედ მომაძახა: ”შენ რა გემოვნება გაქვს, ვაჭარი ხარ, დახლში დაჯექიო” და გაქანდა კარში, ორ კვირას აღარ შემოუხედია. 
ნიკო ფიროსმანაშვილის სიდიადე სწორედ მის პრიმიტივიზმშია. მისი ნამუშევრები სულის სარკეა. ყველგან სიმსუბუქეა, მაგრამ არა ზედაპირული, არამედ სულისშემძვრელად ჰარმონიული. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ ის, რაც გენიალურ ნამუშევარს სჭირდება.   

დიდი გენიოსები,  იქნება ეს ვაგნერი, ბრამსი, ფელინი, ჩარლი ჩაპლინი, ფიროსმანი თუ სხვა ადამიანს ფიქრის საშუალებას აძლევენ.  
 
ფიროსმანის ნახატები სადღაც სულის სიღრმეში წვდება და იქიდან თითოეული ადამიანში დაბადებიდანვე არსებული სიკეთის ნაპერწლის გაღვივებას ცდილობს.   

1916 წელს მხატვრები ლ. გუდიაშვილი და მ. ჭიაურელი შეხვდნენ ნ. ფიროსმანს. ,,დიდი ძებნის შემდეგ ნიკო ვიპოვეთ დიდუბეში, ნახევრად სარდაფში. ოთახში რომ შევედით, გაოცებულნი გავშეშდით, ნახევრად სიბნელეში ნავთქურა ბჟუტავდა. მასზე მინები ელაგა – მხატვარი მჭვარტლს აგროვებდა შავი საღებავისათვის. მჭვარტლში იყო გახვეული ნიკოც.   

ნიკო ფიროსმანაშვილი, ღრმა ფიქრებითა და გრძნობებით სავსე, უპატრონოდ დარჩენილი მსოფლიო დონის ქართველი გენიოსი. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება