სიახლეები
სკოლები

გალავნის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის კლუბი „მართვე“ აქტიურად მუშაობს
21-09-2018
-
+


გალავნის საჯარო სკოლაში მეორე წელია გარემოს დაცვის კლუბი „მართვე“ მუშაობს. 

კლუბის მიზანია თემში გარემოს დაცვაზე ცნობიერების ამაღლება. 

გასული წელი კლუბმა წარმატებით დაამთავრა, შევიდა საქართველოს მასშტაბით კლუბების მოწინავე ასეულში.

მიუხედავად ცხელი ზაფხულისა კლუბი არდადაგებზეც აქტიურად მუშაობდა. 

კლუბი აქტიურად ჩაერთო „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“ კონკურსში, კლუბის წევრებმა მოაწყვეს დასუფთავების აქციები სკოლის და თემის ტერიტორიაზე, თანამშრომლობდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შექმნეს და სოფლებში დაარიგეს ბუკლეტები, სადაც აღწერილი იყო ის საშიშროებები, რაც ბუნების დაბინძურებით არის გამოწვეული, ჰქონდათ შეხვედრები დაბა აბასთუმნის და ბიწმენდის სკოლებთან, აჩვენეს მათივე შექმნილი კლიპი „ბუნება საფრთხეშია“, გამართეს დისკუსია, ისაუბრეს ანტროპოგენურ ფაქტორებზე, მის მიერ გამოწვეული საფრთხის პრევენციის გზებზე. საქართველოს ეკოსისტემების გაცნობის მიზნით მოაწყვეს ექსკურსიები: ბორჯომის ხეობაში, მარტვილში, მოინახულეს მარტვილისა და ოკაცეს კანიონი, აბასთუმნის ობსერვატორია და გაეცნენ ადგილობრივ ეკოსისტემებს. 

გარდა ამისა, კლუბის წევრები პარალელურად აწყობდნენ დასუფთავების აქციებს, აწესრიგებდნენ საკუთარ და ვიზიტორების მიერ დაყრილ ნარჩენებს. 

„ჩვენ გვინდა საკუთარი მაგალითით დავანახოთ ყველას, რომ ბუნება ჩვენი სახლია და ჩვენც ისევე უნდა ვიზრუნოთ მასზე როგორც ის ზრუნავს ჩვენზე. ამ მიზნით დაამზადეს და თემის „საშიშ“ ადგილებზე გააკრეს ნარჩენების მართვასთან გაკავშირებული ამკრძალავი ნიშნები. ატარებენ საუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამჟამად პარალელურად მუშაობენ პროექტზე „აღმოაჩინე საქართველო შენს მხარეში“, რომლის ფარგლებშიც ეცნობიან ადგილობრივი ისტორიული ძეგლების ისტორიას, აკეთებენ ჩანაწერებს, აგროვებენ ფოტო და ვიდეომასალას ვიზიტორებისათვის ახალი ტურისტული მარშრუტების შესაქმნელად, რაც დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა ციცინო რომელაშვილმა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება