სიახლეები
რჩევები

რატომ აკრაჭუნებენ ბავშვები კბილებს და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სასწრაფოდ ექიმს
21-09-2018
-
+


ზოგჯერ ხდება ისე, რომ ბავშვი ღამე კბილებს აკრაჭუნებს, ეს შესაძლოა ღამეში რამდენჯერმე გამეორდეს და რამდენიმე წამი გაგრძელდეს. მაგრამ რატომ ხდება ეს და როგორ ვებრძოლოთ მას?

გავრცელებულია აზრი, რომ როდესაც ბავშვი აკრაჭუნებს, ე.ი ჭიები ჰყავს. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ამ მითს საფუძველი არ აქვს. იმ ბავშვებში, რომლებიც კბილებს აკრაჭუნებენ, ჭიები სხვა დანარჩენებზე ხშირად არ გვხვდება. მაგრამ კბილების კრაჭუნის (ბრუქსიზმის) მიზეზის გარკვევა მაინც ღირს, რადგან იგი კბილებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


ამ მოვლენის რეალური მიზეზები ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის. ეს შესაძლოა იყოს სტრესის გამოვლინება ან ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევა. ხშირად ეს ფენომენი სკოლამდელი ასაკის ან შესაბამისი მემკვიდრეობის მქონე ბავშვებში გვხვდება. ბიჭები გოგონებზე მეტად დაუცველები არიან. ამასთან, კბილების კრაჭუნმა შესაძლოა გამოიწვიოს კბილების პათოლოგიური ცვეთა, თანწყობის დარღვევა, კარიესი და თავის ტკივილები.

ისეთი მიზეზი, როგორიც სტრესია განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ. ზრდასრულ ადამიანს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ბავშვის სტრესი საკუთარ კატაკლიზმებთან შედარებით არაფერია, მაგრამ ბავშვებს სტრესთან გამკლავება მეტად უჭირთ. სტრესის მიზეზი შესაძლოა იყოს მშობლებთან ან თანატოლებთან კონფლიქტი, საშინელებათა ფილმის ნახვა და სხვა.

იმისთვის რომ პატარას ბრუქსიზმთან გამკლავებაში დავეხმაროთ, მის შფოთვებზე უნდა ვესაუბროთ, შეეცადეთ მისი შიში გაფანტოთ.

ესაუბრეთ მას ძილის წინ, რომ დამშვიდებულმა დაიძინოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ დაძინებამდე საათნახევარი მშვიდი თამაშებით იყოს დაკავებული, შეგიძლიათ მას უბრალოდ წაუკითხოთ ან მასთან ერთად წიგნის ილუსტრაციები დაათვალიეროთ. ამ დროის მანძილზე ყველა კუნთი ეშვება და ბავშვი მშვიდად დაიძინებს.

სასურველია ძილის წინ თუ არ შეჭამს. უკეთესია სადილის შემდეგ მოკლე დროით სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, რომლის დროსაც ვაშლი ან სტაფილო შესთავაზებთ, შემდეგ შეგიძლიათ აბაზანაში ჩასვათ და სწორედ იქ ისაუბროთ გულახდილად. 

ღამით ტკბილეულის მიცემას მოერიდეთ, სჯობს რაიმე ხილი მიირთვას. ყველაფერი ეს დაეხმარება ბავშვს ძილის წინ მოდუნდეს და მშვიდად და ღრმად დაიძინოს.


ბრუქსიზმი, გაჩენის მიზეზისგან დამოუკიდებლად, დროსთან ერთად გაქრება. ბავშვი მას უბრალოდ შეწყვეტს. მაგრამ თუ ის მაინც გრძელდება და რამდენიმე თვე არ შეწყდა, სჯობს სპეციალისტს მიმართოთ. რადგან კბილებს შესაძლოა სერიზული ზიანი მიადგეს, ბავშვს კი დილაობით კბილებისა და თავის ტკივილი შეაწუხებს.

ითვლება, რომ იშვიათი კრაჭუნი რომელიც 10 წამზე ნაკლები გრძელდება მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ სხვა შემთხვევებში უნდა გამოიკვლიოთ და მიზეზები გაარკვიოთ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება