მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს
20-09-2018
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2018-2019 სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით წელს სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„წელს განსაკუთრებული წელია ჩვენი სკოლის ისტორიაში, სწავლას ვიწყებთ ახალ რეაბილიტირებულ შენობაში.️ მადლობა გვინდა გადავუხადოთ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ჩვენთვის უდიდესი სიხარულის მონიჭებისთვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის და ყველას, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ჩვენი სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა