სიახლეები


ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს izrune.ge-ს საჩუქრები საზეიმოდ გადაეცათ
20-09-2018
-
+


www.izrune.ge-ს გუნდმა  საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით წამახალისებელი საჩუქრები გაუგზავნა. გზავნილი ქვემო აკეთის საჯარო სკოლამაც მიიღო.სკოლაში ამჟამად 40 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც www.izrune.ge-ს პროგრამის მონაწილეები არიან. საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა , მშობლებმა და მოსწავლეებმა საგანმანათლებლო ვებ-გვერდს იზრუნე.გე-ს  მადლობა გადაუხადეს :

ქეთევან პატარაია  ქვემო აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

,, დიდი მადლობა izrune.ge-ს ჩემი სკოლის მოსწავლეების გახარებისთვის.დილით შევკრიბე მოსწავლეები და გადავეცით საჩუქრები,  წავუკითხეთ სამადლობელი სიტყვები . ბავშვები ისე აღფრთოვანდნენ  მთელი დღე ხელში ეჭირათ საჩუქრები. ძალიან მოეწონათ. პირველკლაესები  დაინტერესდნენ საიტით და კითხულობდნენ როგორ ჩართულიყვენენ ამ პროგრამაში.

მოსწავლეებს  ძალიან მოსწონთ  ტესტები,მაგრამ ეს საჩუქრები მათ დამატებით მოტივაციას აძლევს. ბავშვებმა,რომლებმაც ამ ეტაპზე ვერ მიიღეს საჩუქრები დარწმუნებული ვარ მომავალში  თავის გამოჩენას ეცდებიან,  რათა  მათი სახელიც გამოვაცხადოთ სკოლაში.’’



ნათია ხიმშიაშვილი მშობელი:

,, ბავშვმა სკოლიდან რომ მოიტანა ეს გზავნილი ვერ აღვწერ ისეთი ბედნიერი იყო,განუსაზღვრელი ემოცია ჰქონდა. მშობლებსაც  ძალიან გაგვიხარდა. დიდ მადლობას ვუხდი izrune.ge-ს ასეთი წახალისებისთვის, პროგრამა ბაშვებს დიდ მოტივაციას აძლევს. ჩემი შვილი ყოველთვის დაინტერესებული იყო ტესტებით.დღეს ხუთშაბათია და მოუთმენლად ელის ტესტების  გაკეთებას და ცოდნის შემოწმებას.’

დალი ვაშაყმაძე მშობელი:

,,ბავშვი სახლში რომ მოვიდა აღფრთოვანებას ვერ მალავდა ისე უხაროდა . უღრმესი მადლობა izrune.ge-ს ჩვენი გახარებისთვის, ძალიან ბედნიერები ვართ,რომ ბავშვის ცოდნას აფასებთ და ცდილობთ მოტივაცია აუმაღლოთ. სავარჯიშო ტესტებს ბავშვი ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება.’’

მაკა მორჩილაძე მშობელი:

,,პირველ რიგში უღრმესი მადლობა ,რომ გამოაგზავნეთ საჩუქრები ბაშვები სიხარულისგან დაფრინავდნენ. ახლა უფრო დიდი მოტივაციითა და სიხარულით  ელოდებიან ტესტებს.’’


 

ანასტასია გოგოელია მოსწავლე:

,,საჩუქრები,რომ მივიღე ისე  გამიხარდა ემოციას ვერ ვმალავდი . ჩემი მშობლებიც აღფრთოვანდნენ ამ საჩუქრებით და სამადლობელი წერილით. ჩემი მეგობრებიდან კიდევ ორმა მიიღო , ძალიან მოგვეწონა ყველაფერი,განსაკუთრებით საწერი კალმები და დღესაც მოუთმენლად ველოდებით   ტესტების გაკეთებას’’.

ლინდა ჭაღალიძე მოსწავლე: 

,,ძალიან მომეწონა საჩუქრები,განსაკუთრებით კი ბლოკნოტი.სახლში რომ მივიტანე მშობლებსაც ძალიან გაუხარდათ და მომილოცეს ეს წარმატება. ისეთი ბედნიერი ვარ, ერთი სული მაქვს დღეს ტესტები გავაკეთო და ჩემი ცოდნა შევამოწმო. დიდი მადლობა იზრუნე.გე-ს , რომ  მე და ჩემი მეგობრები გაგვახარა.’’

ლიკა ბოლქვაძე მოსწავლე :

,,ძალიან მომეწონა საჩუქრები ყველაფერი გამომადგება სკოლაში. ჩემ კლასელებს და მეგობრებსაც მოუნდათ იზრუნე.გე-ზე დარეგისტრირება.  ყველას ვანახე ჩემი კონვერტი. ოჯახის წევრებსაც ძალიან გაუხარდათ. ერთი სული მაქვს ახალი ტესტები გავაკეთო.’’


შეგახსენებთ, რომ  30 სექტმებერი  “შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“! 

გაიარეთ სავარჯიშო ტესტი ყოველ ხუთშაბათს და მოემზადეთ თვის შემაჯამებელი ტესტისთვის.

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:

http://www.izrune.ge/geo/10


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ

მოაზროვნეებს სკოლის მათემატიკოსები: ხათუნა ვაშაკიძე, ლელა თევზაძე  და ზოია ჯინჭარაძე მენტორობას უწევდნენ 

სკოლაში ამ სიხარულს შემდეგი სლოგანით შეუერთდნენ - „ზეიმობს საქართველო,ზეიმობს ჩვენი სკოლა“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება