სიახლეები
სამასწავლებლო

„ახალი საგანმანათლებლო რეფორმა ახალ გამოწვევებს გვთავაზობს“ - სკოლის დირექტორები მინისტრის ინიციატივას აფასებენ
24-09-2018
-
+


განათლების სისტემაში ცვლილებებია. ახალი რეფორმის ერთერთ წამყვან პუნქტად დირექტორის, როგორც ლიდერის, საკითხი დასახელდა. ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა.

საინტერესოა როგორ შეხვდნენ სკოლის წარმატებული დირექტორები მინისტრის ინიციატივას - Etaloni.ge სკოლის მენეჯერების შეფასებებს გთავაზობთ:

ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ბოლაშვილი:

„წარმატებული სკოლის დირექტორს ლიდერის თვისებები ყოველთვის ახასიათებდა და ახლა, როდესაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში მრავალი ცვლილება შევიდა, მენეჯერი ყველა დეტალში სრულფასოვნად უნდა ერკვეოდეს და გონივრულად უწყობდეს ფეხს ახალ გამოწვევებს. ვფიქრობ, სწორედ ეს იგულისხმება სკოლის დირექტორის, როგორც ლიდერის, კონცეფციაში.“

კოჭბანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიკლაური:

„სკოლის დირექტორი მუდმივად უნდა უწყობდეს საგანმანათლებლო ინოვაციებს ფეხს და მოსწავლეთა წარმატებისთვის შესაბამის გარემოს ქმნიდეს. ახალი საგანმანათლებლო რეფორმა ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და შესაბამისად, სკოლის დირექტორები, როგორც ლიდერები, მუდმივ წინსვლაზე და თვითგანვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი.“

ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მათიაშვილი:

„დირექტორი ყოველთვის სკოლის ლიდერი იყო, თუმცა, ალბათ, მინისტრმა ისურვა, რომ უფრო მეტად დაიხვეწოს ამ მხრივ მუშაობა. ლიდერობა მეტ პასუხისმგებლობას, მონდომებასა და ყურადღებას გულისხმობს“.

ხცისის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ქვრივიშვილი:

„ლიდერობის აკადემიის არაერთი ტრენინგები გავიარეთ, სადაც მთავარი ორიენტირი დირექტორის, როგორც ლიდერის, მხრიდან პროფესიონალთა გუნდის შემოკრება, უსაფრთხო და პოზიტიური სასკოლო გარემოს შექმნა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა.“

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვენერა ივანიშვილი:

„სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი, თავის საქმიანობაზე შეყვარებული და მუდმივად წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნება უნდა იყოს. საჭიროა შემოიკრიბოს პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი, უზრუნველყოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართვით, ერთობლივი, ეფექტური მუშაობით წარმატების მწვერვალებისკენ აიღოს გეზი.“

კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხალილაშვილი: 

„სკოლის დირექტორმა, როგორც ლიდერმა, განათლების ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხით მიწოდება უნდა უზრუნველყოს. ამისათვის საჭიროა, იყო კარგი მენეჯერი, სწორად განკარგო არსებული რესურსები და ეფექტურად დაამყარო ურთიერთობები.“

მარტყოფის N1 საჯარო სკოლია დირექტორი ლია შოთაძე:

„დირექტორობის სამწლიანი გამოცდილებისა და ტრენინგების გავლის შემდეგ მივხვდი, რომ მთავარი სასკოლო კულტურის შეცვლა და თანამშრომლობითი მიდგომების ჩამოყალიბებაა. დირექტორმა, როგორც მენეჯერმა, თავდაუზოგავად უნდა იშრომოს საუკეთესო მიზნის მისაღწევად, ეს მუხტი პედაგოგებს გადასცეს, შემდეგ მათ მშობლებსა და მოსწავლეებს მიაწვდინონ ხმა და წარმატების ერთიანი ჯაჭვიც შეიკვრება.“

ღორეშას საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბარბაქაძე:

„ახალი საგანმანათლებლო რეფორმების ეფექტური განხორციელება, თანამედროვე გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა, კოლეგებითვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება და არსებული რესურსების სწორი განაწილება - ეს ის თვისებებია, რომელიც სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, უნდა ახასიათებდეს.“

ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ლაღაძე:

„სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი, გაწონასწორებული, კომუნიკაბელური და შემოქმედებითი პიროვნება უნდა იყოს, ჰქონდეს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი და სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურ გაუმჯობესებას ისახავდეს მთავარ მიზნად.“

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა სონგულია:

„სკოლაში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა და მოსწავლეებისათვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება სკოლის დირექტორის, როგორც ლიდერის, უპირველესი ამოცანაა. წარმატებული მენეჯერი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, კოლეგიალურობით, შედეგებზე ორიენტირებული სწვალებითა და თანამედროვე გამოწვევებისთვის ფეხის აწყობით უნდა გამოირჩეოდეს. საჭიროა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, მოხალისე პედაგოგების ჩართულობა და ძლიერი გუნდის შექმნა, მოსწავლეების სხვადასხვა პროექტში ჩართვა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა.“

ტეზრის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ჭადაშვილი:

„მინისტრის ინიციატივას დადებითად ვაფასებ. აუცილებელია, სკოლის დირექტორი ლიდერი იყოს. ეს გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას მრავალი მიმართულებით - ძლიერი გუნდის შემოკრებას, უსაფრთხო და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნას, რესურსების ეფექტურ განაწილებასა და მუდმივ წინსვლას.“

სატივის საჯარო სკოლის დირექტორი რუიზან მარაბდელი:

„ლიდერი დირექტორი ნიშნავს იმას, რომ სკოლის ყველა საქმეში - ინფრასტრუქტურას შეეხება ეს თუ სასწავლო პროცესს, იყოს წამყვანი. ყველა საკითხი უნდა ესმოდეს და კოლექტივთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს, თუმცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის შეძლოს. ლიდერობის აკადემიის არაერთი ტრენინგები გავიარეთ, სადაც მთავარი ორიენტირი დირექტორის, როგორც ლიდერის, მხრიდან პროფესიონალთა გუნდის შემოკრებაა.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება