სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

მშობლებმა შვილებთან ერთად საშინაო დავალება არ უნდა მოამზადონ - 3 მიზეზი
19-09-2018
-
+


ბევრ მშობელს სჯერა, რომ  თუ  შვილებს არ გააკონტროლებს საშინაო დავალებების კეთების პროცესში, ბავშვი ცუდად ისწავლის. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. 

მათი კვლევების მიხედვით, დაწყებით კლასებში მშობლების სწავლის პროცესში ჩართულობა, შემდგომ კლასებში ბავშვებზე უარყოფითად აისახება.

გამოცემა Bright Side ასახელებს 3 მიზეზს თუ რატომ არიან ბავშვები (და არა მათი მშობლები) პასუხისმგებელი საკუთარ საშინაო დავალებებზე.

1.  ბავშვები მეცადინეობის დროს კარგავენ მოტივაციას

ტეხასის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით,  მშობლები, რომლებიც აქტიურად არიან შვილების მეცადინეობაში ჩართული და  აკონტროლებენ საშინაო დავალებების კეთების პროცესს, ბავშვებს სწავლის ნაკლები მოტივაცია აქვთ.

ის მოსწავლეები კი რომლებსაც მშობლები არ „ავიწროებენ“ უფრო დიდი სურვილი აქვთ სწავლის.

ფსიქოლოგების რჩევით, მშობელი უნდა ეცადოს, რომ შვილს მეცადინეობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმაროს თუ ბავშვი მოისურვებს და არ უნდა გააკეთოს საშინაო დავალებები მის მაგივრად.

2.  ბავშვები პასუხისმგებლობის გრძნობას კარგავენ

როცა მშობელი აკონტროლებს მეცადინეობას, ბავშვები საკუთარ პასუხისმგებლობას ვეღარ გრძნობენ.

იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ სურს მეცადინეობა, მშობელმა ის უნდა წაახალისოს და უთხრას, რომ თუ იმეცადინებს დაჯილდოვდება, ხოლო თუ არ იმეცადინებს - დაისჯება. მაგალითად: „ხომ არ დაგავიწყდა რომ მასწავლებელმა სურათის დახატვა გთხოვა?! თუ დახატავ შენ შეძლებ კომპიუტერთან დაჯდომას და თამაშს“. ფსიქოლოგების თქმით, მსგავსი მიდგომით ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოუყალიბდება, რადგან არჩევანს თავად გააკეთებს.

3.  მშობლებს შვილებთან ურთიერთობა უფუჭდებათ

ფსიქოლოგების რეკომენდაციით, მშობლები  უნდა შეეცადონ, შვილებთან ურთიერთობა ნდობაზე დაამყარონ და  საშინაო დავალებების გაკონტროლების ნაცვლად, ბავშვებთან ერთად უფრო მეტი დრო გაატარონ.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სწავლება ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია და მშობელმა არ უნდა აგრძნობინოს შვილს, რომ ცუდი ნიშანი მათ სიყვარულზე და ურთიერთობაზე იქონიებს გავლენას. მან უნდა იცოდეს, რომ სკოლაში მიღებული ნიშანი სიყვარულზე მნიშვნელოვანი არ არის.


კომენტარები


სკოლები

ღონისძიებაზე პედაგოგებმა სკოლის ისტორია გაიხსენეს 

ტრენინგს სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ 
ტესტირებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
სიახლეები
200 ათასი ლარი არის გამოყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის 
სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები ირინა აბულაძის ბრძანებით დამტკიცდა
2019 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები
საინტერესო
სულ მალე 2019 წელი დადგება და სანამ ის ცხოვრებისა და მოდის ახალ ტენდენციებს 
ამჯერად ყველაზე გამორჩეულ საახალწლო სიმღერებს შემოგთავაზებთ
ახალის წლის მოახლოებასთან ერთად სკოლასა და ბაღში ზეიმების სეზონი იწყება
ეტალონი
ინტელექტ-ჩემპიონატში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ხონის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია 
ძალიან მიხარია, რომ ამ პატარა რაიონიდან ამდენი ბავშვი იბრძოდა „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოსაპოვებლად
საზოგადოება