სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ აღვზარდოთ ბავშვი მარია მონტესორის წესებით: 25 რჩევა მშობლებს
19-09-2018
-
+


მარია მონტესორის სახელი ყველა მშობელმა იცის. ეს არის ადამიანი, რომელიც ათასობით ბავშვს დაეხმარა გაზრდილოყო ჭკვიანი და თავდაჯერებული, უყვარდა ისინი და თითოეულს ეპყრობოდა როგორც პიროვნებას.

ტიმ სელდინმა, რომელიც მისი აღზრდის მეთოდებს იზიარებს და 40 წელი მონტესორის სკოლაში ასწავლიდა, წიგნი - „მონტესორის ენციკლოპედია“ გამოუშვა. წიგნი ბავშვის ადრეულ განვითარებასა და აღზრდას ეხება. 

წიგნის მიხედვით, ბავშვის განვითარებისა და აღზრდის 25 პრინციპს გთავაზობთ.

1. ყველა მასწავლებელი მშობელი არ არის, მაგრამ თითოეული მშობელი უნდა იყოს მასწავლებელი.

2. მიმართულებას ნუ მისცემთ, არამედ მიჰყევით. ბავშვებს შეუძლიათ ბევრი რამ „მოგითხრონ“ საკუთარ საჭიროებებისა და ინტერესებზე, თუ დროს გამონახავთ და ყურადღებას მიაქცევთ. 

3. არსებობს გამოთქმა - ცხოვრება ასწავლის. მარია მონტესორიც ასე თვლის.

4. არ შეარცხვინოთ რაიმე საქციელის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ისწავლის ერთს: ადამაინებზე მრისხანებას.

5. სიცოცხლის პირველ წლებში მუსიკის მოსმენა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია და სამყაროს აღქმაში ეხმარება. ესაუბრეთ და უმღერეთ მას დაბადებიდან. სიმღერები და იავნანა ბავშვობის ადრეული მოგონენებში აღიბეჭდება.

6. ბავშვები, რომლებსაც პატივისცემით უდგებიან და მხარს უჭერენ, ემოციურად მეტად ამტანები არიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც გამუდმებით რაღაცისგან იცავენ.

7. ბავშვები ოცნებობენ იყვნენ ზრდასრული სამყაროს ნაწილნი. შრომა მათ ისევე მოსწონთ, როგორც თამაში, თუ ამის უფლებას აძლევენ.

9. თუ ბავშვს ვასწავლით, რომ თითოეულ საგანს საკუთარი ადგილია აქვს და სად უნდა დავაბრუნოთ გამოყენების შემდეგ, იგი ამას სწრაფად აითვისებს და წესრიგის მოყვარული გაიზრდება.


10. თუ ბავშვმა სათამაშო გატეხა, არ გადააგდოთ, სცადეთ მისი შეკეთება და შეკეთებას საინტერესო თამაშად აქცევთ.

11. ასწავლეთ ბავშვს სიფრთხილით მოექცეს საკუთარ სათამაშოებსა და ნივთებს. არ ეჩხუბოთ, თუ რაიმე გატეხა, უმჯობესია აჩვენონოთ როგორ გამოიყენოს.

12. უფლება მიეცით ნივთები გატეხოს. ეს გამოცდილება მას სამომავლოდ დაეხმარება და ჭურჭელის სწორად გამოყენება ისწავლის.

13. შეცდომები -  უფლება მიეცით ბავშვებს შეცდომები დაუშვან, ასე ისინი სწავლობენ.

14. ბავშვები არ რეაგირებენ დისციპლინაზე, წესებსა და დასჯაზე, მაგრამ ისინი ძალიან კარგად რეაგირებენ უპირობო სიყვარულის გამოხატვაზე. ჯერ ისინი ვერ არჩევენ, რა არის სწორი და რა არა. ისინი აწმყოთი ცხოვრობენ და თუ რაღაც უნდათ, ახლა უნდათ.

15. თითოეული მათგანი - პატარა პიროვნებაა, რომელიც ჩვენს გვერდითაა და იმახსოვრებს ყველა სურათს, ხმას, სუნსა და შეხებას. როდესაც ამას ვაცნობიერებთ, უფრო შეგნებულად ვუდგებით იმას თუ, როგორ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენი ქმედებები და სიტყვები ბავშვზე.

16. დაბადებიდან რამდენიმე საათი -  სენზიტიური პერიოდია, რომლის დროსაც ჩვილს განსაკუთრებით ახლო კავშირი უყალიბდება მშობლებთან.


17. ცხოვრების პირველ წლებშიც კი ბავშვმა უნდა იგრძნოს რომ მშობლიურ სახლს ეკუთვნის. საბავშვო ავეჯი ბავშვს დაეხმარება თავი კომფოტრულად იგრძნოს სამყაროში, სადაც ყველაფერი ზრდასრულებზეა გათვილი.

18. სიყვარულისა და პატივისცემის ატმოსფეროში ბავშვს სწრაფად განუვითარდება სიტყვების გაგების უნარი და მათზე გაცნობიერებულ რეაგირებას დაიწყებს. 

19. ყველა მშობელი - მორალის მასწავლებელია. ჩვენი მიზანია - ბავშვს ვაჩვენოთ მორალური ღირებულებები და მათ შესატყვისად ცხოვრება ვასწავლოთ. ასეთ დროს ბავშვს საკუთარი თავის პატივისცემა უყალიბდება. შემდგომში მისთვის მარტივი იქნება, მყარი მეგობრული ურთიერთობების დამყარება. იგი იქნება მსუბუქი და სასიამოვნო ურთიერთობაში.

20. ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა იგრძნოს, რომ შეუძლია იყოს ის ვინც არის. თუ გადაწყვეტს, რომ მშობლების მოლოდინებს არ ამართლებს და მათ იმედი გაუცრუა, იგი თავს უბედურად იგრძნობს.

21. შეეცადეთ არასოდეს დაუსვათ ბავშვს რიტორიკული კითხვები, მაგალითად: „რამდენჯერ უნდა გავიმეორო ეს?“ პასუხი მარტივია: „არ ვიცი, მამა, რამდენჯერ უნდა გაიმეორო ეს!“ სულელურ კითხვაზე, სულელურ პასუხს მოისმენთ.

22. სიჯიუტეს მინიმუმამდე შეამცირებთ, თუ ბავშვს გონიერების ფარგლებში თავისუფლებას მისცემთ, რომ საკუთარი თავი ზრდასრულად და მნიშვნელოვნად იგრძნოს.

23. არანაირი წიგნი, საინტერესო ფაქტებითა და ლამაზი ილუსტრაციებით მას ცოცხალი ბუნების შესწავლისგან მიღებულ სიამოვნებას ვერ შეუცვლის. 


24. თქვენი სახლი - იდეალური ადგილია სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის, რომლებიც ბავშვს ეხმარება, გაიგოს როგორ არის მოწყობილი სამყარო.

25. პირველი ექვსი წელი - ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის აღზრდისთვის. 


კომენტარები


სკოლები
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა
ზეიმი სრული ანშლაგით ჩატარდა, ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მხიარული ნომერი
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძე
სიახლეები
ზურაბ ხონელიძემ საუნივერსიტეტო დიპლომატიიის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საშუალებაზე გაამახვილა ყურადღება
არ არსებობს ოფიციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსება და წარდგენაც ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგებს შეუძლიათ
ბაღი 2014 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან მშობელთა ნდობა და ბავშვების გამორჩეული სიყვარული დაიმსახურა
იმდინარე წლის 9 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდი - პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის
პროგრამა საქართველოს მასშტაბით 230 სკოლას უწევს დახმარებას და ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებას
საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით
საზოგადოება