სიახლეები


როგორი იქნება ოქტომბერი მოსწავლეებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
18-09-2018
-
+


 

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვე მოსწავლეებისთვის ნაყოფიერი იქნება. როგორც ასტროლოგები გვარწმუნებენ, ეს თვე საუკეთესოა სწავლისა და შემეცნებისთვის.

ვერძი (21 მარტი- 20 აპრილი) ყოველთვის თავდაჯერებული და აქტიურია. ოქტომბრის თვეში მათი აქტიურობა სკოლაში შეუმჩნეველი არ დარჩება.  წარმატება დამოკიდებული იქნება მათ დაუღალავ შრომაზე.

კუროს (21 აპრილი - 21 მაისი) ნიშნით დაბადებული მოსწავლეები უფრო შემოქმედებითი უნარების არიან. მათ წიგნების კითხვას ურჩევნიათ ძერწვა, კერამიკაზე მუშაობა და ხატვა. ოქტომბრის თვე მათი შემოქმედებითი ნიჭის უკეთ გამოსავლენად შესანიშნავი იქნება.

ტყუპებს (22 მაისი - 21 ივნისი)  უნარი აქვთ  ადვილად შეითვისონ სიახლეები.  მათ მასწავლებლის ერთხელ ნათქვამიც კი მარტივად ამახსოვრდებათ.  ოქტომბერში ისინი შეძლებენ კლასელების და მასწავლებლების გაოცებას თავისი ნიჭიერებით.

კირჩხიბებს (22 ივნისი - 22 ივლისი)  ვერაფერი შეაჩერებთ დასახული მიზნების განსახორციელებლად. ასტროლოგები ურჩევენ, რომ ოქტომბრის თვეში საშინაო დავალებები დროულად შეასრულონ და ბოლო წუთამდე არ გადადონ ეს საქმე, რათა პრობლემები არ შეექმნათ სკოლაში.

ლომი (23 ივლისი - 21 აგვისტო) - ბუნებით ჯიუტია და ცოტა ზარმაცია, თუმცა თუ ის მის ამ თვისებას დაძლევს სხვა მოსწავლეებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება. ოქტომბერში შეძლებს კლასში ლიდერობას.

ქალწული (22 აგვისტო - 23 სექტემბერი) – ძალიან შრომისმოყვარე, დაკვირვებული, მოწესრიგებული და ჭკვიანია.  ამ ნიშნით დაბადებული მოსწავლეებისთვის ოქტომბერი წარმატების მომტანი იქნება, თუ მობილიზდება და დროს სწორად გადაანაწილებს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი) -კომუნიკაბელური ბავშვია. მას მოსწონს სწავლა სხვა მოსწავლეებთან ერთად -  გუნდურად. ოქტომბერში თუ მათ შესაძლებლობა ექნებათ გუნდთან ერთად მუშაობის, საუკეთესოდ წარმოაჩენენ საკუთარ თავს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) – სანამ პასუხს არ მიიღებს კითხვაზე იქამდე ცდილობს მის გარკვევას. ეს უნარი მას ეხმარება განვითარებაში. ოქტომბერი მისთვის ცოტა რთული თვეა, თუმცა წარმატებით შეძლებს პრობლემებთან გამკლავებას.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 22 დეკემბერი) - გამოირჩევა ცნობისმოყვარეობით. მისი მიზანია ყველანაირი ინფორმაციის შესახებ ცნობების მიღება. ვარსკვლავები ოქტომბრის თვეში უცხო ენების სწავლის გაძლიერებას ურჩევენ

თხის რქა (23 დეკემბერი - 20 იანვარი) - სენსიტიურები არიან შენიშვნისა და კრიტიკის მიმართ. შესაბამისად მასწავლებლებს ოქტომბერში მოეთხოვებათ, რომ თხის რქას საყვედური დელიკატურად უთხრან და არ შელახონ ბავშვის თავმოყვარეობა.

მერწყულებისთვის (21 იანვარი- 19 თებერვალი)  სიახლეებით სავსე თვეა ოქტომბერი. როგორც სწავლის მხრივ, ის  კლასში ერთ-ერთი წარმატებული იქნება, თუ სიზარმაცეს დაძლევს და გართობაზე უარს იტყვის.

თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი) -  წარმატება ელით ადამიანებს, რომლებიც მხატვრობით, მუსიკით და ლიტერატურით არიან გატაცებულები. შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად ოქტომბერი საუკეთესოა თვეა თევზებისთვის.


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეები თამაშში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
„მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა ცოდნის დონის გასაღრმავებლად, ყოველთვის მათი მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით ხორციელდება“
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება