მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცნობილმა იაპონელმა მწერალმა ჰარუკი მურაკამიმ ნობელის ალტერნატიულ პრემიაზე უარი თქვა.
ამის შესახებ ინფორმაციას Kyodo ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მურაკამი შვედეთის ახალ აკადემიას დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მისი გვარი „შორთ ლისტიდან“ ამოიღონ.
მწერალმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ახალ წიგნზე მუშაობა და მედიის ყურადღებიდან შორს ყოფნის სურვილი დაასახელა.
ნობელის ალტერნატიული პრემიის დაჯილდოება შვედეთში 14 ოქტომბერს გაიმართება.
იხილეთ ასევე: 2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გაიცემა - რა გახდა სკანდალის მიზეზი