სიახლეები
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „მშობელი უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება...“
17-09-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა.

მიხელ ბატიაშვილმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც განათლების სფეროში დაინერგა.

„პირველ რიგში, მივულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სტუდენტს. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ახალი სასწავლო წლის დაწყება. მინდა, წარმატებები ვუსურვო.

წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ვიმყოფებით 150-ე სკოლაში, სადაც უახლოეს დღეებში დაიწყება საგაკვეთილო პროცესი ახალი მიდგომით, რომელიც რეფორმაშია ნაგულისხმები. ვფიქრობ, ეს იქნება წარმატებული ნიმუში და ამ მოდელის გავრცელება დაიწყება სხვა სკოლებში. დღეს თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ მეტი ანალიზის, მსჯელობის, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება.

ეს ყველაფერი ამას მოემსახურება. საკმაოდ ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას. პროცესი ეტაპობრივად დაიწყება და დაწყებითი კლასებიდან მაღალ კლასებში გავრცელდება...“

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, 1-6 კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სრულიად განახლებულ წიგნებს მიიღებენ.

„შეტანილია ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რაც წონას ეხება. ყოველთვის პრობლემა იყო ბავშვებისთვის ამხელა წონის ჩანთის ტარება. ორჯერ და მეტჯერ არის წონა შემცირებული...

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მანდატურების უფლებების გაფართოების  კუთხით. აუცილებელია მათი კვალიფიკაციის გაზრდა მუდმივი გადამზადება და ტრენინგები. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა, პრევენციის კუთხით, უკვე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში. ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომ მშობელი უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება.“ - , – განაცხადა ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება