გილოცავთ 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას - თქვენი გოჩა ტყეშელაშვილი
17-09-2018
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება ჩვენი ქვეყნის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს თბილისის N20 საჯარო სკოლიდან მიულოცა.
მან შვილების ბედნიერ მომავალზე მეოცნებე, Izrune.ge-ს ირგვლივ გაერთიანებულ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და პატარებს სიახლეებით, შემეცნებითა და წინსვლით დახუნძლული წელი უსურვა.
წარმატებული სკოლის დირექტორი, ლელა ნერგაძე თანამოაზრის მილოცვას შეუერთდა და აღნიშნა, რომ სკოლის ისტორიაში ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება.