სიახლეები


თუ ბავშვს რამე გადასცდა - როგორ უნდა მოიქცეს მშობელი
14-09-2018
-
+


ლუკმის ან საგნის გადაცდენისგან დაზღვეული არავინაა. ეს შეიძლება ბავშვსაც დაემართოს და უფროსსაც, თუმცა ბავშვების შემთხვევაში სიტუაცია რთულადაა. 

საჭიროა, რომ ყველამ იცოდეს წესები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში, რათა ბავშვი დახრჩობას გადაარჩინოს. 

თუ ბავშვს რამე გადასცდა, მას აღენიშნება შემდეგი სიპტომები: ვერ ტირის, ვერ ისუნთქავს ჰაერს, ვერ ყვირის, მისი ხმა სუსტად ისმის, თვალები ფართოდ აქვს ღია და შეშინებული, პირიც ღია აქვს და აქტიურად გამოიყოფა ნერწყვი, კანი შეწითლებული ან გალურჯებული აქვს. 

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე კი საჭიროა თავად გაუწიოთ მას პირველადი დახმარება. 

თუ ბავშვი თვეებისაა:   

1. ბავშვს ხელები აუწიეთ ზევით - ამით სასუნთქი გზები გაუთავისუფლდება 

2. თუ პირველმა რჩევამ არ უშველა, დაიწვინეთ ბავშვი ხელზე მუცლით დაბლა და ხუთჯერ რბილად, მაგრამ მკვეთრად დაარტყით ზურგზე, ბეჭებს შუა. 

თუ საგანი სასუნთქ გზებშია გაჭედილი, ბავშვს სხვა სიმპტომები აღენიშნება და თავადაც სხვანაირად უნდა მოიქცეთ: 

1. ბავშვი თქვენთან ზურგით დაიჭირეთ, ერთი ხელი მუცელზე მოხვიეთ და რბილად დააჭირეთ, ოდნავ წინ გადახარეთ და რამდენჯერმე დაარტყით ზურგზე. 

2. დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, ისე რომ, თავი ტანის დაბლა მოექცეს, მკერდის ძვლის დაბლა რამდენჯერმე დააწექით საჩვენებელი და შუა თითით. პერიოდულად ბავშვი წამოაჯინეთ და ისევ განაგრძეთ მკერდის ძვლის დაბლა საჩვენებელი და შუა თითით დაწოლა. 

3. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: ბავშვს ფეხებში მოჰკიდეთ ხელი, ასწიეთ და ისევ ბეჭებშუა დაარტყით. 

თუ ბავშვი 1 წელზე მეტი ხნისაა: 

დადექით ბავშვის უკან მუხლებზე, ხელი წელზე მოხვიეთ, ერთი ხელის თითები მომუშტეთ და ჭიპსა და ნეკნებს შორის, თითებით შიგნით მოათავსეთ. მეორე ხელით მუჭი დაიჭირეთ, ხელები გვერდზე გასწიეთ და დააწექით ბავშვს მუცელზე ქვევიდან ზევით. 

ეს მანამდე გააგრძელეთ, სანამ ბავშვს გადაყლაპული ნივთი პირიდან არ ამოუვარდება. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება