სიახლეები
წიგნები

დიანა ანფიმიადი თავის საყვარელ წიგნებზე, მწერლებსა და ლიტერატურაზე
21-09-2018
-
+


ქართველი მწერალი დიანა ანფიმიადი ლიტერატურით ბავშვობიდან დაინტერესდა. ის ბავშვობიდანვე წერს და მისი თქმით, ესაა საქმე, რომელიც გარეშეც არ შეუძლია და რომლის კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდის. 

Etaloni.ge-სთან საუბრისას მან თავის საყვარელ წიგნებზე, მწერლებზე და ზოგადად, ლიტერატურაზე ისაუბრა. 

- რას ნიშნავს თქვენთვის ლიტერატურა და ზოგადად, მწერლობა? 

ესაა საქმე, რომელიც მიყვარს და რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ, როგორც აღმოჩნდა, ძალიან კარგადაც. მე, პირველ რიგში, ვარ მკითხველი და მერე მწერალი. ვიცი, რომ კარგი მკითხველი ვარ, აი, როგორ მწერალი ვარ, ეგ ჯერ არ ვიცი. 

კითხვა სიამოვნების მიღების წყაროა. ძალიან მიყვარს საბავშვო ლიტერატურა, პოეზია, თანამედროვე მწერლები... 

- ჩამოგვითვალეთ თქვენი საყვარელი მწერლები და წიგნები, რომლებმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა


რევაზ ინანიშვილი - ის არის პირადად ჩემთვის, მკურნალი და ჰუმანური მწერალი. მას უყვარს ენა, რომლითაც წერს, სამყარო, რაზეც წერს და მკითხველი, ვისთვისაც წერს. 

შეიძლება ბანალურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მიყვარს „ვეფხისტყაოსანი“, როგორც ტექსტი. ძალიან ხშირად ვკითხულობ და ვფიქრობ, რომ უდიდესი ნაწარმოებია, რომელიც იმ საუკუნეში სწორედ ჩვენს ენაზე შეიქმნა. 

ასტრიდ ლინდგრენი - მის წიგნებს დღემდე ვკითხულობ. მან მოახერხა და შექმნა მაგარი გოგოს პერსონაჟი, ყველაზე მარტოსულ ბიჭებს კარლსონის სახით მეგობარი გაუჩინა და დაწერა „ჩვენც სალტკროკელები ვართ“, რომელიც საოცარი წიგნია. 

თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრები“ - ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნია. თეა თანამედროვე მწერალი და პოეტია და ეს პოეტობა ეტყობა კიდეც მის ზღაპრებს. მისი ნაწარმოებები იუმორით და მეტაფორებითაა სავსე და ისეთია, ყველა ასაკში რომ უნდა წაიკითხო. 

გალაკტიონის „არტისტული ყვავილები“ - გალაკტიონის ეს ეტაპი ყველაზე მეტად მიყვარს. ამ კრებულში ყველაზე მაგარი ტექსტებია და გგონია, რომ თუ რამე არსებობს შთაგონება, პოეტური დემონი ან მსგავსი, სწორედ ამ ლექსების წერის დროს მოვიდა. 

- თქვენი აზრით, რომელი წიგნი უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს წაკითხული? 


რეზო ინანიშვილის ადამიანური მოთხრობები, ასტრიდიც ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული. ზოგადად, საბავშვო ლიტერატურა ბევრ რამეს წარმართავს ადამიანის ცხოვრებაში და განვითარებაში. ეს ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. ყველა მშობელს მოვუწოდებ, რომ შვილებთან ერთად იკითხონ წიგნები. 

- რას ურჩევდით დამწყებ მწერლებს? 

ძალიან ბევრი წაიკითხონ. კი, წერა მნიშვნელოვანია, მაგრამ კითხვაც არანაკლებ. მწერალი უნდა იყოს მკითხველი. კითხვა კი განაპირობებს, რა და როგორ დაწერო, ვისთვის დაწერო, რა აკლია შენს ნაწერს და რა შეგიძლია რომ შესძინო.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო
აღსანიშნავია, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები - „გარემოს დაბინძურების სახეები და შედეგები“ და „მჟავა წვიმები“ მოაწყვეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება