სიახლეები
საინტერესო

დეჟა ვუ - მაშინ, როცა ტვინი ჩვენთვის რაღაცის თქმას ცდილობს
12-09-2018
-
+


ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია ის გრძნობა, როცა ჰგონია, რომ კონკრეტული სიტუაცია უკვე მოხდა, ახლა კი მეორდება. 

ამ დროს ადამიანი დარწმუნებულია, რომ ზუსტად ეს ამბავი არასდროს მომხდარა, მაგრამ წარსულში ნანახის განცდა არ ტოვებს. ასეთ მომენტში მას გაურკვევლობა იპყრობს, მიუხედავად იმისა, რომ აანალიზებს ეს არარეალურია, მაინც უჭირს დაჯერება, რადგან ზუსტად იცის რა მოხდება რამდენიმე წამში. 

ამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მეცნიერულ ენაზე დეჟა ვუ ჰქვია. ზოგიერთის აზრით, ეს პარანორმალური მოვლენაა და არაფერ შუაში არაა ფსიქოლოგიასთან, თუმცა დღეს უკვე დეჟა ვუ განიხილება, როგორც ტვინის ეპილეფსია ან შიზოფრენია.

სამეცნიერო ლიტერატურაში დეჟა ვუ პირველად გვიანი 1800-იანი წლების პერიოდში აღწერეს, თუმცა თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა ამ ფენომენის განსაზღვრას კვლევითი მიზნებისთვის.

სიტყვა „დეჟა ვუ“ ფრანგულია და ქართულად „უკვე ვნახე“-ს ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად ფსიქოლოგმა ემილ ბურაკოვმა გამოიყენა საავტორო წიგნში „მომავლის ფსიქოლოგია“. 

დეჟა ვუს უნივერსალური განმარტება 1979 წლით თარიღდება და ეკუთვნის პროფესორ ვერნონ ნეპს, რომლის განსაზღვრების მიხედვით დეჟა ვუ არის „ნაცნობი აწმყოს გამოცდილების ბუნდოვან წარსულთან ობიექტურად შეუსაბამო გაიგივება“. 

არის შემთხვევები, როდესაც დეჟა ვუ იმდენად ძლიერ ემოციებს იწვევს, რომ შეუძლია რამდენიმე წელი ადამიანის გონება შოკურ ვითარებაში დატოვოს. ასეთ შემთხვევებში რეალობა იმდენად ბუნდოვანია, რომ ადამიანს კონცენტრირება არ შეუძლია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დეჟა ვუს ფენომენი ძალიან გავრცელებულია. ფსიქიატრები ირწმუნებიან, რომ დეჟა ვუს ხშირი განცდა  ადამიანის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობას იწვევს. 

ერთადერთი, რაშიც მკვლევარები ერთხმად თანხმდებიან არის ის, რომ დეჟა ვუ გამოწვეულია ტვინში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებით, რომელთა პასუხისმგებელიცაა აღქმისა და მეხსიერების უჯრედები. 

ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის აზრით დეჟა ვუ „მოგონებებია აწმყოზე“. ამ მომენტში ადამიანი რეალობას ცხადად აღიქვამს და უბრალოდ გარკვეულწილად გონებრივად გადააქვს წარსულში.

დეჟა ვუს გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სიზმრებიც. 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც რეალურად ხდება ფაქტი, რაზეც მას უფიქრია, გონებას კი ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ, კადრებად აუწყვია. ამ დროს ფსიქიკა ვერ იღდგენს წარსულს და „ვარდება“ გაურკვევლობასა და ემოციაში, რაც დეჟ ვუს ახასიათებს. 

აქვე გთავაზობთ ფაქტების ჩამონათვალს, რაც სასურველია, რომ დეჟა ვუს შესახებ იცოდეთ: 

ფაქტი 1 - ადამიანებს, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, დეჟა ვუც უფრო ხშირად უჩნდებათ მათთან შედარებით, რომლებსაც მოგზაურობა არ უყვართ. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ტურისტებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ, ახალ-ახალი ადგილები იხილონ.

ფაქტი 2 - დეჟა ვუს წარმოშობის მიზეზად ითვლება ადამიანის ტვინის ქერქის ელექტრონული სტიმულაცია და ეს სტიმულაცია წარმოიქმნება ტვინის ყველაზე ღრმა სტრუქტურებში.

ფაქტი 3 - იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან განათლებულები არიან და გააჩნიათ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, დეჟა ვუ უფრო ხშირად ემართებათ. 

ფაქტი 4 - დეჟა ვუს შეგრძნებები ასაკის მატებასთან ერთად მცირდება.

ფაქტი 5 - დეჟა ვუ ყველაზე ხშირად ემართებათ სტრესისა და უკიდურესი გადაღლილობის პერიოდში 

ფაქტი 6 - დეჟა ვუ ემართებათ როგორც კაცებს, ასევე ქალებს. ასევე, საშუალოდ, ადამიანებს წელიწადში ერთხელ ეუფლებათ დეჟა ვუს შეგრძნება.

აღსანიშნავია, რომ არსებობს საპირისპირო ემოციაც, რომელსაც ფსიქოლოგებმა ჟამე-ვუ უწოდეს.  ჟამე-ვუს დროს ადამიანის ეუფლება უცნაური განცდა, მაგალითად, მისთვის ჩვეულ, ნაცნობ ადგილას იგი თავს უცხოდ გრძნობს და ფიქრობს, რომ თითქოს პირველადაა ამ კონკრეტულ სიტუაციაში.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
აქტივობა სპეციალური მასწავლებლის - სარა ბაგდასარიანისა და კლასის დამრიგებლის, მარიამ მაკარიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება