სიახლეები
რჩევები

ლამაზი კალიგრაფიის საიდუმლო - ეფექტური რჩევები მშობლებს
19-09-2018
-
+


„შეცდომას, რომ დავუშვებდი ფურცელს ვხევდი და თავიდან ვიწყებდი საშინაო დავალების წერას; უსუფთაო ნაწერზე მასწავლებელი შენიშვნას მაძლევდა; დედა უცხო ტექსტს რამდენჯერმე მაწერინებდა“ - მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სკოლაში მათ დროს კალიგრაფიას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ახლა კი მოსწავლეები სულ უფრო მცირე დროს უთმობენ სუფთა და ლამაზ წერას.

კომპიუტერული ეპოქის მიუხედავად, დახვეწილად წერა არათუ სასიამოვნო, არამედ საჭირო უნარია.
 
კალიგრაფიის გაუმჯობესების პროცესი მნიშვნელოვანი გზაა ბავშვებში მოტორული უნარების გასავითარებლად. ეს უკანასკნელი კი, თქვენი შვილის მრავალმხივ გაზრდას, თუნდაც საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოთქმას, ყურადღების გამახვილებასა და ლოგიკურ აზროვნებას უწყობს ხელს.

როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს სუფთად და ლამაზად წერის კულტურა - Etaloni.ge გირჩევთ:

  • ყოველდღიურად სულ რაღაც 15-20 წუთის განმავლობაში მიუჯექით შვილს და წერაში ავარჯიშეთ.  
  • მოსწავლე სწორ და მოსახერხებელ პოზიციაში უნდა იჯდეს, კომფორტული მაგიდა და სკამი, გასწორებული ხერხემალი და ხელის სწორი დაჭერა - კარგად წერის აუცილებელი პირობაა.
  •  ცუდი კალიგრაფია, შესაძლოა, თითების „სიცელქით“ აიხსნას. ლამაზად წერისთვის მყარი ხელის მოსმებია საჭირო, ამ უნარის განვითარებაში კი შემდეგი სავარჯიშოები დაგეხმარებათ:
მხარტვრული ტექნიკის განვითარება, ფიგურების წერტილებით გამოსახვა და ძერწვა.

  • კალიგრაფიის ფორმირებისთვის საჭიროა არა მხოლოდ მექანიკური, არამედ ვიზუალური მეხსიერების განვითარება. ამისათვის კი საუკეთესო ხელნაწერების გაცნობაა აუცილებელი.
  • მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მოსახერხებელი კალმის არჩევა.
  • ნუ მოსთხოვთ პატარას რამდენჯერმე გადაწეროს ერთი და იგივე ტექსტი, სჯობს, სხვადასხვა ნაწერზე იმუშაოს. 
კლასიკური სწავლებისას, როგორც წესი, აქცენტი შეცდომებზე კეთდება და წითელი კალმით აღინიშნება. სახლში ბავშვთან მუშაობისას კი სასურველია, შექების მიდგომა გამოიყენოთ და მწვანე კალმით განსაკუთრებულად კარგი ადგილები მონიშნოთ. ფსიქოლოგთა თქმით, ამგვარ მიდგომას საუკეთესო შედეგებზე გავყავართ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება