სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ევროპის ქვეყნები, სადაც უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლა ყველაზე იაფია
19-05-2019
-
+


მიუხედავად ევროპული განათლების მიმზიდველობისა, ხშირად სტუდენტები მას ხელმისაწვდომად არ მიიჩნევენ. საქმე ის არის, რომ ტრადიციულად, ევროპის ქვეყნებში სწავლა საკმაოდ ძვირადღირებულად ითვლება. 

არსებობს აბსოლუტურად უფასო განათლება ევროპაში? - არ არსებობს, მაგრამ არის სტიპენდიები და სწავლის დროს მუშაობის საშუალება. ყველაფერი ეს ეხმარება სტუდენტებს გადაიხადონ სწავლის გადასახადი ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებშიც კი.

etaloni.ge წარმოგიდგენთ ევროპის ქვეყნებს, სადაც განათლება ყველაზე ხელმისაწვდომია.

შვედეთი

შვედეთი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მდიდარი ქვეყანაა. გარდა ამისა, ქვეყანაში განათლება ხელმისაწვდომია. ქვეყნის 35 უნივერსიტეტში 900-ზე მეტი კურსი ინგლისურ ენაზე ისწავლება.

2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ. სამწუხაროდ, 2010-წლიდან ქვეყანაში განათლება ფასიანი გახდა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან. მიუხედავად ამისა, შვედეთში სტუდენტებს საკმაოდ ბევრ სტიპენდიას სთავაზობენ. კერძოდ, შვედეთის რამდენიმე უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს სრულ ან ნაწილობრივ დაფინასებას სთავაზობს.

· Lund University 

· Halmstad University

· Uppsala University 

· Stockholm University 

· Stockholm School of Economics 

· Jonkoping University 

გერმანია

2014 წლის ოქტომბრიდან გერმანიის უნივერსიტეტებში ბაკალავრის პროგრამებზე სწავლა უფასო გახდა ყველა სტუდენტისთვის, მათ შორის უცხოელებისთვის. ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ადმინისტრაციული გადასახადი 50-100 ევროს ოდენობით. 

გერმანიაში ინგლისურ ენაზე ისწავლება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დაახლოებით 900 კურსი სხვადასხვა დარგში - ინჟინერიიდან სოციალურ მეცნიერებებამდე.

გერმანია ინგლისურენოვან განათლებას აქტიურად ავითარებს. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს ინგლისური ენის პოპულარიზაცაის ადგილობრივ მცხოვრებლებში, არამედ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საშუალებას იძლევა. გერმანიაში სიხარულით ხვდებიან სასწავლებლად ჩასულ უცხოელებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს რომელთაც ადგილობრივ კომპანიებში მუშაობა სურთ.

ფინეთი

ფინეთში უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ უფასო განათლება მიიღონ. გარდა ამისა, ადგილობრივი უნივერსიტეტები ინგლისურ ენაზე ბევრი კურსი ისწავლება. ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები კი უცხოელმა სტუდენტებმა დამოუკიდებლად უნდა გადაიხადონ. საშუალოდ, სტუდენტური ცხოვრება ფინეთში თვეში დაახლოებით 500-800 ევრო ჯდება.

ნორვეგია

ნორვეგიაში სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და უნივერსიტეტის კოლეჯებში სწავლა, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი სტუდენტებისთვის, ყველა დონეზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და PhD) უფასოა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი და კოლეჯი ფასიანია, განსაკუთრებით მაგისტრატურის დონეზე. სტუდენტები ასევე იხდიან ადმინისტრაციულ გადასახადს 300-600 ნორვეგიული კრონის ოდენობით. 

ფასიანია ასევე კერძო უნივერსიტეტების უმეტესობა. მიუხედავად ამისა, სწავლის გადასახადი აქ სხვა ქვეყნებზე დაბალია. გარდა ამისა, უცხოელები ნორვეგიაში სწავლისას იმდენივეს იხდიან, რასაც ადგილობრივი სტუდენტები.

სასწავლო კურსები ჩვეულებრივ, ინგლისურ ენაზეა. ამასთან, განათლების სისტემა ამერიკულს ჰგავს. მაგალითად, ჯგუფში მცირე რაოდენობის სტუდენტი ირიცხება და თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა არსებობს. 

მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ნორვეგიაში შედარებით იაფია, იმავეს ვერ ვიტყვით ქვეყანაში ცხოვრებაზე. ნორვეგია - ეს არის ქვეყანა, სადაც ცხოვრების მაღალი დონე და შესაბამისი ფასებია ბინაზე, კვებასა და ა.შ.

სლოვენია

სლოვენია განათლების მისაღებად შესანიშნავი ქვეყანაა. გარდა ამისა, ქვეყანა იტალიას და ხორვატიას ესაზღვრება და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.

ქვეყანაში შესაძლებელია უფასო განათლების მიღება ბაკალავრიატის დონეზე. გარდა ამისა, ადგილობრივი უნივერსიტეტები სტუდენტებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს სთავაზობენ: საკვებ ობიექტებში, ტსანსპორტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე.

დღეს, სლოვენია შენგენის ზონაში შედის. ამის ხარჯზე ბოლო წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. სწავლა აქ ორ ენაზე მიმდინარეობს - სლოვენურ და ინგლისურ ენებზე.

სლოვენიაში ინგლიურ ენაზე დაახლოებით 150 კურსი ისწავლება. მათზე ჩაბარების შემთხვევაში უცხოელ სტუდენტებს მხოლოდ  მცირე სარეგისტრაციო საფასურის გადახდა უწევთ.

მიუხედავად სწავლის ხელმისაწვდომობისა, სლოვენია საერთაშორისო განათლების ბაზარზე ახალბედაა, სწორედ ამიტომ ჯერჯერობით ქვეყნის არცერთი უნივერსიტეტი რეიტინგში - Times Higher Education World University Ranking არ შედის.

ისლანდია

ისლანდიაში უცხოელ სტუდენტებს უფასო განათლების მიღება შეუძლიათ. გარდა ამისა, ისლანდია საოცრად საინტერესო ქყეყანაა. აქ შესაძლებელია უნიკალური ჩრდილოეთის ბუნებით ტკბობა და ადგილბრივი სპეციფიური სამზარეულოს დაგემოვნება.

ისლანდიაში 7 უნივერსიტეტი მოქმედებს, რომელთაგან 4 -სახელმწიფოა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასოა. ჩაბარებისთვის უცხოელებს რეგისტრაციის საფასურის  100-250 ევროს გადახდა უწევთ.

ქვეყანაში ასევე ხელმისაწვდომია სხვადასხვაგვარი სტიპენდიები. ისლანდიის უნივერსიტეტი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უცხოელებს, რომლებიც ისლანდიის ისტორიას, ლიტერატურასა და ენას შეისწავლიან სტიპენდიას სთავაზობს. გარდა ამისა, იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სტიპენდია ვერ აიღეს, ფონდი - Icelandic Student Loan Fund ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ზოგიერთი ისლანდიური სასწავლო დაწესებულება სხვადასხვა ბანკთან, ორგანიზაციასა და კომპანიასთან თანამშორმლობს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ფასდაკლება ან დასაქმდნენ. ისლანდიაში ყველა სტუდენტს ფასდაკლების ბარათს ურიგებენ, ევროპაში მოგზაურობაზე, სატელეფონო ზარებსა და ა.შ.


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ბიომრავალფეროვნების, დასახლების ტიპებისა და მეურნეობის დარგების განვითარების შესახებ ისაუბრეს
პროექტის მიზნებია - ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების (გენდერული თანასწორობის) კუთხით
კონფერენციის თემა იყო - ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება“
სიახლეები
გრიფირებული სახელმძღვანელოები მომავალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ითარგმნება
შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული
ახალი სასწავლო წლიდან შესაძლოა, მე-7 კლასში რუსული ენის ძველი სახელმძღვანელოები დარჩეს
საინტერესო
ჩვენს ორგანიზმს რა თქმა უნდა, აქვს უნარი, ებრძოლოს ტოქსინებს
თუ რომელ ენას მიანიჭოთ უპირატესობა, თავად ბავშვი გიკარნახებთ, უფრო ზუსტად, მისი შესაძლებლობები
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
საზოგადოება