სიახლეები
რჩევები

5 შეცდომა, რომელთაც პირველკლასელების მშობლები უშვებენ
05-09-2018
-
+


თქვენი შვილები მალე პირველკლასელები გახდებიან და ბუნებრივია, ღელავთ, როგორ შეუდგებიან ცხოვრების ახალ გზას. მაგრამ ნერვიულობამ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოთ.

Etaloni.ge- სგან შეიტყეთ 5 ძირითადი შეცდომა, რომელსაც პირველკლასელების მშობლები უშვებენ:

„სექტემბრიდან თავად ჩადგება რეჟიმში“ - ერთ-ერთი გავრცელებული დამოკიდებულებაა, რომელსაც საუკეთესო შედეგებზე ნამდვილად არ გავყავართ. თქვენი პატარა სკოლაში ფსიქოფიზიოლოგიურად იმდენად იტვირთება, რომ მაც ახალი ცხოვრების წესისათვის მზაობა სჭირდება. სრულფასოვანი დასვენება, სწორი კვება და დღის განრიგი მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე. მიაჩვიეთ პატარა საღამოს დროულად ძილსა და დილას ადრე ადგომას. აუცილებელია ასწავლოთ დროის განაწილება საქმისა და დასვენებისათვის.  

„ჯერ კიდევ პატარაა, ჩემი დახმარება სჭირდება“ - მსგავსი მიდგომა და პირველკლასელის მაგივრად თუნდაც სასკოლო ჩანთის ჩალაგება და გაკვეთილების მომზადება დაუშვებელია. თქვენმა შვილმა პირველივე დღიდან უნდა იგრძნოს მოსწავლის პასუხისმგებლობა და თავად იზრუნოს საკუთარი საქმის მოგვარებაზე. თქვენ შეგიძლიათ მასთან ერთად შეადგინოთ დღის გეგმა და დაეხმაროთ ორგანიზებაში.     

„უკეთესია, რაც მეტად დაიტვირთება“ - ყველა მშობელს სურს თავისი პატარას მრავალმხივ განვითარებას შეუწყოს ხელი, სკოლის შემდეგ ატაროს სხვადასხვა წრეზე და მისი ნიჭი გააფართოვოს. ფსიქოლოგთა რჩევით, არ ღირს პირველკლასელის ზედმეტად გადატვირთვა, რადგან ეს რეჟიმი მალე ბავშვის ემოციურ და ფიზიკურ დაღლას გამოიწვევს.

„კონკურენცია მასტიმულირებელია“ - ნუ შეადარებთ შვილს თანაკლასელს, მის მიღწევებსა და ქულებს. მთავრია, ბავშვმა შემეცნების პროცესი შეიყვაროს და მხოლოდ შეფასებაზე არ იყოს ორიენტირებული.

„ყველა პედაგოგი იდეალური და უშეცდომოა“ - ეს მიდგომა ნამდვილად არასწორია. ბავშვმა პატივი უნდა სცეს მასწავლებელს და უჯერებდეს მას, თუმცა უსამართლოდ მოპყრობაზე თვალს არ უნდა ხუჭავდეს. ამ დროს მნიშვნელოვანია მშობლის თანადგომა და ობიექტური თვალით საკითხის შეფასება.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება