სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

საბავშვო თამაშები ზარმაცი მშობლებისთვის
05-12-2018
-
+


ბავშვები ხალისიანი, მუდამ მოუსვენარნი და ინტერესიანები არიან. მშობლები კი ხშირად გადაღლილები ბრუნდებიან სახლში და მათთან გართობის ძალა აღარ რჩებათ. 

სწორედ ამიტომ გამოიგონეს „ზარმაცი თამაშები“, რომელთაც Etaloni.g გთავაზობთ:

აქსიომაა, რომ ბავშვები გატაცებით ხატავენ და შემოქმედების სივრცედ სახლის კედლებსა და ავეჯს იყენებენ. სწორედ ამიტომ, მშობლებმა პატარებთან ურთიერთობისთვის ახალი და ნაკლებად დამღლელი გზა მოიფიქრეს, ჩაიცვეს მაისური და შვილებს მასზე ხატვის უფლება მისცეს.

„მომიყევი ზღაპარი“ - ეს ის თამაშია, როდესაც პატარას ვთხოვთ ამბის თხრობას და მის ტიკ-ტიკში დასვენებას ვასწრებთ.

„ცხელა-ცივა“ - გასართობი, როდესაც სახლში ნივთს მალავთ და გამოცანებით ახვედრებთ ბავშვს სად უნდა მოიძიოს საგანი.

„ვინ დაარღვევს სიჩუმეს“ - სასურველია რამდენიმე ბავშვთან თამაშისას, როდესაც იღებთ სიჩუმის სტარტს და თამაშიდან წაგებული გამოდის ის, ვინც პირველი წარმოთქვამს სიტყვას.

„საიდუმლო ენა“ - გამოიგონეთ ახალი სიტყვები და მხოლოდ თქვენთვის გასაგები ჟესტები პატარასთან ერთად, ასე შეძლებთ დაუსრულებლად და მრავალფეროვნად განაგრძოთ თამაში, შვილისთვის წერილების გაგზავნის თუ მასთან სხვა სიახლოვის შექმნის კუთხით.

ბავშვებს უყვართ, როდესაც მშობლები რაღაცას ავალებენ, ასე უფრო დიდად გრძნობენ თავს. დაიხმარეთ თქვენი პატარა თუნდაც, სახლის საქმეებში და შეაქეთ კარგად მოქცევის გამო.

კომენტარები


სკოლები
პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ბანაკი
უილიამი სკოლაში ორ წელს გაატარებს და მოსწავლეებს ლაპარაკისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება
2019 წლის 9 ივლისს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული თბილისში საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული მიღებით აღინიშნა
სიახლეები
მისი თქმით, მიმდინარე წლის 29 ივნისს განათლების სამინისტროში ჩატარებული „ეტალონის“ ფინალის შემდეგ სამი რამ გამოიკვეთა
მისი თქმით, „საბუთომანია“ სკოლებში საბოლოოდ უნდა დასრულდეს და მასწავლებელმა მეტი დრო საკლასო ოთახში მუშაობას უნდა დაუთმოს
გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება
სირთულის მხრივ უფრო რთული მეგონა, რომ იქნებოდა. წლიური ჯაფა და მასალა უფრო მეტი იყო
საინტერესო
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება