სიახლეები
ეტალონი

მავილე გოგიტიძე: „უკვე ათი წელია „ეტალონის“ ანალოგ კონკურსს ვატარებ სკოლაში“
05-09-2018
-
+


სოფელი ახალსოფელი საქართველოში ძალიან ბევრია. ალბათ რეგიონი არაა დარჩენილი, სადაც ერთი „ახალსოფელი“ მაინც რომ არ იყოს. ამ სახელის ასეთი მრავალრიცხოვანება რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, მაგრამ ეს ჩვენი დღევანდელი სტატიის თემა არაა. 

დღეს ერთ-ერთ ახალსოფელზე უნდა მოგიყვეთ, უფრო ზუსტად ხელვაჩაურის ახალსოფლის საჯარო სკოლაზე და უფრო თუ დავკონკრეტდებით, ამ სკოლაში მომუშავე პედაგოგზე, რომელიც უკვე ათი წელია სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ანალოგ კონკურსს ატარებს. 

მავილე გოგიტიძე სკოლაში 30 წელია მუშაობს. ამ პროფესიის არჩევა ბიოლოგიის პედაგოგმა გადააწყვეტინა, რომელიც სკოლაში სწავლისას განსაკუთრებით უყვარდა. ყვავილებისა და ბიოლოგიის სიყვარულმა საბოლოოდ განსაზღვრა მისი არჩევანი და პედაგოგი დღეს ჭოროხის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 50 მეტრზე მდებარე ახალსოფლის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ბიოლოგიაზე, გენეტიკასა და ბუნების სიყვარულზე ესაუბრება.  

„ახლა უფროსი მასწავლებელი ვარ სკოლაში. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ბავშვები. მოტივაციას მაძლევს მათი ყოველი წარმატება, ყოველი გამარჯვება და უკვე საკუთარ საქმიანობებში წარმატებული კურსდამთავრებულები“ - აღნიშნავს პედაგოგი.  

მისი საქმიანობა, გარდა პედაგოგობისა, აქტიურად უკავშირდება „ეტალონს“. მასწავლებელი ათი წელია, რაც სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს და ამით ჯერ სოფელში, შემდეგ კი რაიონში გაითქვა სახელი. 

„ეტალონის“ ეთერში გასვლიდან რამდენიმე წელიწადში გადავწყვიტე სკოლაში მოსწავლებისთვის ანალოგიური კონკურსი ჩამეტარებინა. მას შემდეგ ეს ტრადიციად იქცა და დღესაც მოუთმენლად ელიან ბავშვები სეზონის გახსნას. თამაშს სექტემბერში ვიწყებთ და მთელი წელი გრძელდება. თამაშის ჩასატარებლად ყველა მეხმარება, მოსწავლეები, მასწავლებლები და სოფელიც. წლის ბოლოს შემაჯამებელი თამაში ტარდება და წლის ეტალონელ მოსწავლეს ვავლენთ“ - ამბობს მავილე გოგიტიძე. 

პედაგოგი თავის მოსწავლეებთან ერთად „ეტალონის“ თამაშებს ყოველთვის ესწრება. მისი სახელი უკვე არა მხოლოდ წარმატებასთან, არამედ „ეტალონთანაც“ ასოცირდება. 

„ეტალონი“ ძალიან მიყვარს. ესაა ჩემპიონატი, რომელიც მოსწავლეებს ძალიან ბევრს რამეს აძლევს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე თამაშ-თამაშით მიიღონ ცოდნა, რადგან სწავლა მარტივი არაა. ვისურვებდი, რომ მალე დაბრუნდეს „ეტალონი“ ტელეეკრანზე და დიდხანს გაგრძელდეს“.

მავილე გოგიტიძე ფასილიტატორი მასწავლებელია. ის სკოლაში იმ სიახლეების და მეთოდების დანერგვას ცდილობს, რომლებსაც აქტიურად ეცნობა. მისთვის ყველაზე მთავარი მოსწავლის ინტერესებია და სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. „მასწავლებელმა ყოველთვის მოსწავლის ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. უნდა აკეთოს ის, რაც მათ აინტერესებთ და აქედან გამომდინარე, მათი ინტერესები და მოტივაცია იზრდება. ძალიან მომწონს, რომ განათლების სისტემის ძირითადი ორიენტირი მოსწავლეებზეა გადატანილი და ამ კუთხით მეტს მუშაობენ“.  

მასწავლებლის საყვარელი საქმიანობა პედაგოგობის გარდა, ყვავილების მოვლა-პატრონობაა. მის სახლში დეკორატიული მცენარეების დიდი არჩევანია, რომელსაც თავად უვლის და ეზო-კარს ალამაზებს. დანარჩენ თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვაში ატარებს. 

ახალსოფლის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. „ეტალონის“ ახალი სეზონისთვის ემზადება მავილე გოგიტიძეც, რომელიც მომავალ თაობას სამშობლოსა და სწავლის სიყვარულით ზრდის. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
სკოლაში მოსწავლეებს საქართველოს დროშები და თემატური პლაკატები ამშვენებდათ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება