სიახლეები
კონკურსი

ზემო აჭარაში დაბადებული შემოქმედება - იმოგზაურეთ Etaloni.ge -სთან ერთად
29-08-2018
-
+


Etaloni.ge-ს შემოქმედებით ინიციატივას მრავალი მოსწავლე უერთდება.

რედაქციაში ძალიან საინტერესო წერილი შემოვიდა ბათუმიდან. მეცხრეკლასელი ქეთი ჯორბენაძე საზაფხულო მეგზურობას საყვარელ დედულეთში, ხულოში გაგიწევთ და ბაბუების შემოქმედებას გაგაცნობთ:

„არდადეგების დაწყებისთანავე ჩემს დედულეთს მივაშურე მაღალმთიან აჭარაში, ხულოში. შემდეგ Etaloni.ge-ს საზაფხულო ინიციატივის შესახებ შევიტყე და მოხარული ვარ, რომ თქვენი დახმარებით, ჟურნალისტის როლი მოვირგე.

მინდა, მთელს საქართველოს გავაცნო ტილოზე გადატანილი ფერთა სილამაზე და მოვუყვე საოცარი ნახატების შესახებ, რომლებიც საქართველოს ერთერთი ულამაზესი კუთხის, აჭარის წიაღში იბადებიან. 

ჩემმა დიდმა ბაბუამ, სიმონ ართმელაძემ, ხულოს რაიონში დაარსა პირველი სამხატვრო სკოლა და გალერეა, რომელსაც ახლა მისი შვილი, ბაბუაჩემი ბადრი ართმელაძე ხელმძღვანელობს. სწორედ მათ ეკუთვნით შემოქმედება, რომელშიც ახლა გამოგზაურებთ.“

ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.

ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
VI კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება